გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია" აცხადებს, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლება კორუმპირებულია, სამართალდამცავი ორგანოები კი, კორუფციული სქემების გამოძიების ნაცვლად, კორუმპირებულ ჩინოვნიკებს მფარველობენ.
განცხადება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
„ჩვენ ძალიან ხშირად ვსვამთ შეკითხვას - რატომ არ ვითარდება ქვეყანა, რატომ არაფერს აკეთებს ხელისუფლება, რატომ არ ზრუნავს ხალხის პრობლემებზე. სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ ბოლო დღეების მანძილზე, ის დამადასტურებელი ფაქტი, რატომ არაფერს არ აკეთებენ ეს ადამიანები. ისინი გადასული არიან ფულის შოვნაზე, კორუფციული სქემების მშენებლობაზე და რაც ყველაზე მთავარია, ამ გზით უზარმაზარ ქონებას აგროვებენ. ჩემს გარშემო არის ის სასახლეები, რომლებიც ბოლო 6 წლის განმავლობაში, „ქართული ოცნების" ლიდერებმა ააშანეს საკუთარი ცხოვრების უკეთსაყოფად.
მე მინდა დავასახელო გვარები - ბატონი ბახტაძე, გოგაშვილი, გომელაური, იზორია, კობახიძე, საბანაძე, ტაბატაძე, ჩუბინიძე, ჯანელიძე, ბესელია, ცერცვაძე, მურუსიძე, სესიაშვილი, ფარცხალაძე, ძიძიგური - აქ, ჩემს გარშემო არის მილიონობით ღირებულების ქონება, რომელიც ამ ადამიანებმა დააგროვეს კორუფციული სქემებიდან გამომდინარე როგორც ჩანს და ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ პროკურატურისგან და სამართალდამცავი ორგანოებიდან გვესმოდეს, რომ ისინი გამოიძიებენ, ეს დაუსაბუთებელი ქონება საიდან მოხვდა მათ ხელში - სრული დუმილი, არაფერს ისინი არ აკეთებენ. ეს კიდევ ერთხელ ნათელი დადასტურებაა, რომ საქართველო არის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. ჩვენ ხელისუფლებაში გვყავს ხალხი, რომელიც მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე ფიქრობს, ჩვენ გვყავს სამართალდამცავი ორგანოები, რომლებიც მფარველობენ ამ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს, რომლითაც გაივსო დღეს საქართველო.... პირდაპირი ეთერით მინდა მივმართო მათ - გამოდით რომელიმე და ახსენით, საიდან გაქვთ ეს სასახლეები. მესმის, რომ პროკურატურაში საქმე გაქვთ ჩაწყობილი და თქვენს წინააღმდეგ გამოძიებას არავინ არ დაიწყებს, მაგრამ ახსენით, საიდან აააშენეთ, საიდან დააგროვეთ ამდენი კაპიტანილი, საიდან მოიხვეჭეთ ამდენი?" განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.