„ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მთავარანგელოზ გაბრიელისა და პეტრე მოციქულის სახელობის ცენტრის - „პეგასის“ მშენებლობის პრეზენტაციას დაესწრო.
მან ისაუბრა იმაზე, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს საქართველოში აუტისტური სპექტრისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრების არსებობას.
„ეს არის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი იმ დარგში, სადაც ჩვენ საკმაოდ ჩამორჩენილები ვართ. ვფიქრობ, რომ სარეაბილიტაციო ცენტრი ასევე საჭიროა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც“, აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილის თქმით, ამ მხრივ სერიოზული პრობლემებია რეგიონებშიც.
„მე ვიქნები მთლიანად ჩართული, რათა საზოგადოება გახდეს ინკლუზიური. სამოქალაქო საზოგადოების მიერ მათი მხარდაჭერა არის ევროპულობის ერთ-ერთი პირველი ნიშანი. ჩვენ არ უნდა მივატოვოთ ეს ოჯახები“, განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.