ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილმა კამპანია ევროპულ სტილში წარმართა და ეს ხელს შეუწყობს საარჩევნო კულტურის განვითარებას
22-10-2018, 14:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

“რაც შეეხება ჰააგის თემას, ეს არის ტყუილი და ამას მტკიცებულებით დავადასტურებთ”,-ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.

 


საარჩევნო გარემოს შეფასებისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციური კანდიდატები კამპანიას მუდმივი აგრესიის რეჟიმში წარმართავენ.

 


მისივე თქმით, ამის საპირისპირო მაგალითს იძლევა სალომე ზურაბიშვილი.

 

 

“საარჩევნო გარემო ჩვენ არავის არ მოგვწონს, არავის არ მოგვწონს ის, თუ როგორ წარმართავენ ოპოზიციური კანდიდატები ამ საარჩევნო კამპანიას. ეს კამპანია წარიმართება მუდმივი აგრესიის, შეურაცხყოფის რეჟიმში. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. ეს ხელს არ შეუწყობს, ნამდვილად, პოლიტიკური კულტურის, საარჩევნო კულტურის განვითარებას. საპირისპირო მაგალითს იძლევა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც წარმართა ეს კამპანია ევროპულ სტილში და ნამდვილად, ეს არის ის ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს, თავის წვლილს შეიტანს ჩვენთან საარჩევნო კულტურის განვითარებაში. ამისთვის, მე მას პირადად მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი