საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი "უსაფრთხოების შესახებ კანონში" შესატან ცვლილებებზე ჯურნალისტებთან კომენტარს აკეთებს.
"გვეუბნებიან, რომ ვანო მერაბიშვილის შექმნილი რეპრესიული სისტემა დავტოვოთ უცვლელად. ჩვენ ამაზე ვამბობთ არას. გვეუბნებიან, რომ ცვლილება არ არის საჭირო, რატომ? იმიტომ, რომ კარგად მუშაობდა ეს სისტემა და კმაყოფილი ვიყავით ამით? მაშინ საყოველთაო თვალთვალი, საყოველთაო უბედურება გავაგრძელოთ ასე და არ შევცვალოთ? ძალიან ყურადღებით ვისმენთ იმ შენიშვნას, რომელიც გასათვალისწინებელია და, რომელიც გააუმჯობესებს ამ სისტემას",- აღნიშნა უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პირადად მისთვის სრულიად გაუგებარი და გასაოცარია, არა "ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგობა, არამედ მათი, ვინც შსს-ს გაყოფას ითხოვდა.
"ცოტა მიკვირს იმ ხალხისგან, რომელიც ამდენი ხანი ზუსტად ამას ითხოვდა, რომ აუცილებელია მისი გაყოფა. დღეს გვეუბნებიან, რომ არ გავყოთ. თუ რამე კონკრეტული შენიშვნაა, კომიტეტებმა ეს საკითხი განიხილა უკვე ორჯერ, ორი დღის განმავლობაში. თითოეულ წინადადებაზე, რაც არის შემოსული, ან პასუხია გაცემული ან გათვალისწინებულია კანონპროექტში. სხვა მაშინ რა გვინდა?. თუ არ გვინდა დემოკრატია, მაშინ მივყვეთ სხვა გზებს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.