ირაკლი კობახიძე: არავის არ მოგვწონს ის საარჩევნო გარემო, რომელიც არის დღეს ჩამოყალიბებული ამ საპრეზიდენტო არჩევნების გარშემო
22-10-2018, 16:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენ გვქონდა საუბარი საარჩევნო გარემოზე, იმ დარღვევებზე, რომლებიც ფიქსირდება ოპოზიციის მხრიდან“, უთხრა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დიპლომატიურ კორპუსთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

 

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ირაკლი კობახიძე მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად შეხვდა.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საუბარი შეეხო ფიქტიური პარტიების პრობლემას, სოციალური მედიით წარმოებულ შავ კამპანიასა და იმ პროვოკაციებს, რომლებსაც სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლებთან შეხვედრის წინ აქვს ადგილი.

 

 

„ალბათ, არავის არ მოგვწონს ის საარჩევნო გარემო, რომელიც არის დღეს ჩამოყალიბებული ამ საპრეზიდენტო არჩევნების გარშემო. მუდმივად გვესმის ჩვენ შავი პიარი, არის ძალიან მძიმე მოსასმენი და სანახავი ის ყველაფერი, რაც ხდება ამ კამპანიის გარშემო. ჩვენ გვქონდა საუბარი ამ გარემოზე, იმ დარღვევებზე, რომლებიც ფიქსირდება ოპოზიციის მხრიდან. მათ შორის, ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, ფიქტიური პარტიების პრობლემაზე, რომლებიც იტაცებენ სახელმწიფოს სახსრებს და ასევე, თავისუფალ დროს წინასაარჩევნო რეკლამისთვის. ასევე, გვქონდა საუბარი იმ მძიმე ტერმინოლოგიაზე, რომელსაც იყენებენ ჩვენი ოპონენტები წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში. გვქონდა, ასევე, საუბარი მედიის მხრიდან დაუბალანსებელი გაშუქების პრობლემაზე, გვქონდა საუბარი იმ შავ კამპანიაზე, რომელიც წარმოებს სოც მედიის მეშვეობით. საუბარი გვქონდა არაერთ დარღვევაზე, მათ შორის, ასევე, იმ პროვოკაციებზე, რომელიც ყველა შეხვედრის წინ იმართება, როდესაც სალომე ზურაბიშვილი ხვდება ამომრჩეველს. ჩვენ წარმოგვედგინა, რომ ეს არჩევნები ჩატარდებოდა მშვიდ გარემოში, ჯანსაღ გარემოში, ევროპული სტილის გარემოში. ეს იყო ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის შეთავაზება ოპონენტების მიმართ, თუმცა, ოპონენტების პასუხი იყო არაევროპული სტილის კამპანია, ეს არის, რაც გამოარჩევთ მათ, ეს არის მათი სტილი და ხელწერა“, აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი