ირაკლი კობახიძე: თუ რამე შეიძლება მტკიცებულებად წაიღოს რუსეთის ფედერაციამ, ეს არის ის რეზოლუცია, რომელსაც ხელი მოაწერა მთელმა „ნაცმოძრაობამ“ თავის დროზე
22-10-2018, 17:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„თუ რამე შეიძლება მტკიცებულებად წაიღოს რუსეთის ფედერაციამ, ეს არის ის რეზოლუცია, რომელსაც ხელი მოაწერა მთელმა „ნაცმოძრაობამ“ თავის დროზე, 2008 წელს და იქ საუბარია ძალიან მძიმე რაღაცეებზე“,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებას.

 


მისივე თქმით, დავით ბაქრაძის განცხადება ტყუილია და ამას მმართველი გუნდი მტკიცებულებით დაადასტურებს.

 


„ეს არის ტყუილი და ამას ჩვენ მტკიცებულებით დავადასტურებთ. რაც შეეხება ჰააგის საქმეს, თუ რამე შეიძლება მტკიცებულებად წაიღოს რუსეთის ფედერაციამ, ეს არის ის რეზოლუცია, რომელსაც ხელი მოაწერა მთელმა „ნაცმოძრაობამ“ თავის დროზე, 2008 წელს და იქ საუბარია ძალიან მძიმე რაღაცეებზე. ამაზე რანაირად შეიძლება ხელი მოაწერო და მერე როგორ შეიძლება, სხვებს ესაუბრო რაღაც-რაღაცეებზე, ეს არის ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი. ის, რაც გააკეთა მაშინ „ნაცმოძრაობამ“, 2008 წლის ოქტომბერი იყო, თუ არ ვცდები, ეს იყო დანაშაულზე დანაშაულის დამატება, ღალატზე ღალატის დამატება და როდესაც პირი გიბრუნდება და სხვას აბრალებ რაღაცეებს, ამ ყველაფრის ჩამდენი, ეს არის უბრალოდ უტიფრობა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 


მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2008 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთ დანაშაულს მეორე დანაშაული დაუმატა, რასაც, მისივე შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ვერასდროს ჩამოირეცხავს.

 


„მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დანაშაული ჩაიდინა 2008 წელს ნაცმოძრაობამ, ამ დანაშაულს დაამატა მეორე დანაშაული იმ ტექსტით, რომელიც არის შეტანილი რეზოლუციაში. ამაზე მძიმე დანაშაულს საქართველოში ვერავინ ვერ ჩაიდენს. შეგახსენებთ, რა არის ამ დანაშაულის შედეგი, ეს არის ჩვენი დაკარგული ტერიტორიების სრული ოკუპაცია - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის, ამ დანაშაულის, სააკაშვილის და ნაცმოძრაობის დანაშაულის შედეგი არის ათიათასობით დევნილი, ასობით დაღუპული ადამიანი, ეს არის უბედურება, რომელიც დაატრიალა თავის დროზე სააკაშვილმა, ნაცმოძრაობამ, რომელთაც მისცეს რუსეთის ფედერაციას რუსული სცენარის განხორციელების საშუალება. ამ დანაშაულს, ვერავითარ შემთხვევაში, ვერასდროს ვერ ჩამოირეცხავს ნაცმოძრაობა და ესეც არის იმის მიზეზი, რომ 28 ოქტომბერს, კიდევ ერთხელ გასცემს საკადრის პასუხს ნაცმოძრაობას, სააკაშვილს, ნიკა გვარამიას, ყველას ერთად, ქართველი ხალხი და ქართული საზოგადოება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი