მარიკა გაბუნია: ჩვენი პრიორიტეტია, ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა საექსპორტო ბაზრებისა და ნაკადების დივერსიფიცირების გზით
22-10-2018, 17:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა საექსპორტო ბაზრებისა და ნაკადების დივერსიფიცირების გზით. ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ", განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, მარიკა გაბუნიამ. მისი თქმით, ქართული პროდუქტი სულ უფრო მეტ ახალ საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს, რისი შედეგიცაა 2018 წლის 9 თვის მონაცემები, რომლის თანახმადაც ექსპორტის ზრდა გვაქვს დაახლოებით 25.7%.

 

 

მარიკა გაბუნიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მნიშვნელოვან მატებაზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის მიმართულებით, კერძოდ, მისი ინფორმაციით, ხილ-ბოსტნეულის კონსერვების ექსპორტი დაახლოებით 80%-ით არის გაზრდილი; 63%-იანი ზრდაა უალკოჰოლო სასმელების ექსპორტის შემთხვევაშიც; ცხვრის ხორცის ექსპორტი, რომელიც ახალი პროდუქტია ჩვენი ბაზრისთვის, დაახლოებით 35%-ით არის გაზრდილი. ასევე ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტის 19%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

 

 

მარიკა გაბუნიას განცხადებით, „აღსანიშნავია, რომ იზრდება არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო, არამედ სამრეწველო პროდუქციის ექსპორტიც. მაგალითად მინდა აღვნიშნო, რომ აზოტოვანი სასუქების ექსპორტის 30%-იანი ზრდა გვაქვს. გაორმაგებულია სამედიცინო ხელსაწყოების ექსპორტი, რომელიც ასევე ბოლო პერიოდში გამოჩნდა როგორც საექსპორტო პროდუქცია და ყოველწლიურად მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს ამ მიმართულებით.“

 

 

„საქსტატის“ თანახმად, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში, უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა: მსუბუქი ავტომობილების (87.1%), სიგარების და სიგარეტების (5-ჯერ მეტად), სპილენძის მადნების და კონცენტრატების (20.3%), ფეროშენადნობის (14.9%), ყურძნის ნატურალური ღვინოების (19.3%), და აზოტოვანი სასუქების (30.4%) ექსპორტი.

 

 

აღსანიშნავია, რომ ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში 13.2%-ით გაიზარდა და 533.0 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ევროკავშირის ქვეყნების გარდა ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა აზერბაიჯანში (104.4%) , სომხეთსა (34.5%), და უკრაინაში (60.4%).

 

 

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი