გიორგი ქობულია ნიდერლანდების განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
22-10-2018, 18:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტი გიორგი ქობულია ნიდერლანდების განვითარების ბანკის (FMO) აღმასრულებელ დირექტორს პეტერ ვან მიერლოს შეხვდა.

 

 

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ნიდერლანდების ელჩი საქართველოში იოს დაუმა, ნიდერლანდების განვითარების ბანკის საინვესტიციო ოფიცერი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში იან ვილემ ჰუკი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე.

 

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნიდერლანდების განვითარების ბანკის მიმდინარე პროექტებს საქართველოში, ასევე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. აღინიშნა, რომ ბანკი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი დონორია, მისი პორტფელი ქვეყანაში 350 მლნ ევროს ინვესტიციას შეადგენს და მოიცავს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა საბანკო, ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სექტორები.

 

 

„ჩვენ განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები და გადავწყვიტეთ, რომ ნიდერლანდების განვითარებს ბანკი უფრო ინტენსიურად გააგრძელებს მუშაობას სოფლის მეურნეობის მიმართულებით. აქცენტები გაკეთდება სოფლის მეურნეობის კონკრეტულ დარგებზე,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, ნიდერლანდების მხარესთან მოხდა შეთანხმება, რომ მომზადდება დახმარების ფართომასშტაბიანი პროგრამა, რომელიც მოიცავს როგორც ფინანსურ, ასევე ტექნიკურ კომპონენტებს. მინისტრის განცხადებით, ნიდერლანდელი სპეციალისტები ქართულ მხარეს გაუწევენ კონსულტაციებს მათი ქვეყნის გამოცდილების გაზიარების მიმართულებით, ასევე დაგვეხმარებიან ტექნოლოგიების გადმოტანით და ფართომასშტაბიანი განათლების პროგრამების დანერგვით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

 

 

„ჩვენ 15 წელია, რაც საქართველოსთან წარმატებით ვთანამშრომლობთ ისეთ სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, საბანკო სფერო და სოფლის მეურნეობა. საქართველო ჩვენს პორტფელში ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა და ამის მიზეზთა შორისაა, საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა და ზრდის შესაძლებლობები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ თქვენს ქვეყანას აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობა გაზარდოს საკუთარი ეკონომიკა და ამისათვის, მან კიდევ უფრო მეტად უნდა განავითაროს ურთიერთობები მსოფლიოს მსხვილ ეკონომიკებთან და, ასევე, კიდევ უფრო გაზარდოს სოფლის მეურნეობა” - განაცხადა ნიდერლანდების განვითარების ბანკის (FMO) აღმასრულებელმა დირექტორმა პეტერ ვან მიერლომ. მისი თქმით, ნიდერლანდების განვითარების ბანკი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმას, მით უფრო, რომ საქართველოში არსებული კლიმატი ამის შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა. „ჩვენ თქვენს ქვეყანაში 15 წელია, ვართ და კიდევ დიდხანს დავრჩებით“, განაცხადა ნიდერლანდების განვითარების ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა.

 

 

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი