პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის შეთავაზებას, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილი სამი ყველაზე რეიტინგული არხის, სამშაბათის მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებს - ტელეკომპანია იმედიდან, „პირისპირ“ - ირაკლი ჩიხლაძეს, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-დან „არჩევანი“ - გიორგი გაბუნიას და „ტვ პირველიდან" - „რეაქცია“ - ინგა გრიგოლიას, მასთან ინტერვიუზე იწვევს, მედიასაშუალებების წარმომადგენლები პასუხობენ.
„რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორისთვის ინტერვიუს ფორმატი მიუღებელია. ნიკა გვარამია აცხადებს, რომ გაუგებარია, რატომ არის მიწვეული მხოლოდ სამი ტელეკომპანია და მათ შორის, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ან „კავკასია" რატომ არ არის. რაც შეეხება ტელეკომპანიიდან კონკრეტული ჟურნალისტის მიწვევას, გვარამია ამბობს, რომ ხვალ 22:00 საათზე, ანუ ზუსტად იმ დროს, როდესაც დაგეგმილია ინტერვიუ ყოფილ პრემიერ მინისტრთან, გიორგი გაბუნიას საკუთარი საავტორო გადაცემა „არჩევანი" აქვს და ამიტომ, ის ბიძინა ივანიშვილის მიწვევას ვერ მიიღებს, თუმცა, მისივე თქმით, „კვირის აქცენტების“ წამყვანს, ეკა კვესიტაძეს შეუძლია ინტერვიუზე მისვლა, თუკი, ამას ივანიშვილი დათანხმდება.
„გიორგი გაბუნიას აქვს ხვალ საავტორო გადაცემა „არჩევანი," შესაბამისად იგი ვერ შეძლებს ამ შეხვედრაზე ყოფნას. ჩვენ, თუ შეთავაზება ისევ ძალაშია, ეკა კვესიტაძის გაგზავნას ვაპირებთ ამ ინტერვიუზე.
ძალიან უხერხულია, როდესაც „საზოგადოებრივი მაუწყებელი" არ არის მიწვეული. დიდი გულშემატკივარი კი არ ვარ ამ არხის, მაგრამ უხერხულია უბრალოდ და ასევე სხვა არხებიც, რატომ არ არის მაგალითად, „კავკასია" და ნინო ჯანგირაშვილი, რომელიც თუ ვინმეა ამ ქვეყანაში ჟურნალისტი და ვინმეს შეუძლია შეკითხვების დასმა მწვავედ და საინტერესოდ, მათ შორის ნინო ჯანგირაშვილიც არის. ეს ჩვენ ძალიან გვაშფოთებს, ძალიან გვაღელვებს.
ჩვენ ჩვენს პასუხს აგერ ვაცხადებთ, ლაივი, ცხადია, არ იქნება, არ არის ინტერესის სფერო ბიძინა ივანიშვილი რას ილაპარაკებს საარჩევნოდ, საპროგრამო სიტყვას თუ ასე შემდეგ. თუ მას უნდა ლაივში განსაკუთრებით მწვავე ინტერვიუ, ჩვენ გვაქვს ჩვენი ფორმატი „ჰარდ თოქი" - ეს არის „კვირის აქცენტები." მე და ეკა დიდი სიამოვნებით მივიღებთ მას. ეს არ იქნება მისთვის მსუბუქი გასეირნება, მაგრამ იქნება საინტერესო მისთვისაც, ჩვენთვისაც და მაყურებლისთვის", აცხადებს ნიკა გვარამია.
შეთავაზებას პასუხობს „ტვ პირველის" გადაცემა „რეაქციას" წამყვანი ინგა გრიგოლია. როგორც „რუსთავი 2"-ს გრიგოლიამ უთხრა, დროში შეუთავსებლობის გამო, ინტერვიუზე თავად ვერა, თუმცა, ტელეკომპანიის გადაწვყეტილებით, სხვა ჟურნალისტი წავა.
„გულწრფელად გეტყვით, ძალიან ბევრი საინტერესო შეკითხვაა, რომელზეც მაინტერესებს ბიძინა ივანიშვილის პასუხი, მაგრამ მაქვს გადაცემა. ისე მოხდა, რომ ხვალ 20:00 საათზე მეწყება „რეაქცია" და ზუსტად 22:00 საათზე, როდესაც უნდა დაიწყოს ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ ჟურნალისტებთან, მე მაგ დროს უნდა ვთქვა - ნახვამდის. ანუ, ფიზიკურად დრო არ მრჩება, რომ გადაცემიდან მოვასწრო მისვლა", აცხადებს ინგა გრიგოლია.
რაც შეეხება შეთავაზების კიდევ ერთ ადრესატს - „იმედს" - რა გადწყვეტილებას მიიღებს ტელეკომპანია, ამ დროისთვის, უცნობია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.