გიორგი მღებრიშვილი: ჩვენმა ხელისუფლებამ პატიმრებს თუ რამე დაუბრუნა, ეს არის პირველ რიგში ღირსება
03-07-2015, 07:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენმა ხელისუფლებამ პატიმრებს თუ რამე დაუბრუნა, ეს არის პირველ რიგში ღირსება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განუცხადა.


"ერთი რამე ცალსახად შემიძლია დადასტურებით გითხრათ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ პატიმრებს თუ რამე დაუბრუნათ, ეს არის პირველ რიგში ღირსება. იმისთვის არ დაგვიბრუნებია ის, რომ უკან წავართვათ. თუკი ვინმე რაიმე გადაცდომას ჩაიდინეს, ჩვენ მზად ვართ ყველაფერი დეტალურად განვიხილოთ. ამისთვის არსებობს გენერალური ინსპექცია", - განაცხადა მღებრიშვილმა.


მისივე თქმით, უნდა მიმართონ გენერალურ ინსპექციას. ეს ინფორმაცია იქნება დეტალურად შესწავლილი და თუ მსგავსი ფაქტები დადასტურდა, იქნება მკაცრი რეაგირება.


აღნიშნული კომენტარით მღებრიშვილი სახალხო დამცველის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ქალთა დაწესებულებებში ადგილი აქვს ღირსების შემლახველ ქმედებებს.


ქალთა N5 დაწესებულებაში შემოწმებისას პატიმრებს გაშიშვლებას და ბუქნების შესრულებას აიძულებენ, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა სასტუმრო „რედისონში“ განაცხადა, სადაც ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვასთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს.


სახალხო დამცველის შეფასებით, ქალთა N5 დაწესებულებაში პატიმართა მიღების დროს მათი შემოწმების პროცედურა, რომელიც სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებული მონიტორინგის დროს დაფიქსირდა, ღირსების შემლახველი და შეურაცხმყოფელია. სახალხო დამცველის აპარატი აღნიშნული პრაქტიკის აკრძალვას ითხოვს.


„ეს რეალურად, შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახველი მოპყრობაა, როდესაც საპყრობილეში შესვლის დროს, პატიმრებს გაშიშვლებას და ბუქნების შესრულებას აიძულებენ. ეს დაუშვებელია. ეს ყველაზე საგანგაშო ფაქტი იყო. პირობებთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ პრობლემები ნაკლებად ფიქსირდება. მდგომარეობა ბევრი მიმართულებით გაუმჯობესებულიც არის, მაგრამ ეს კონკრეტული ფაქტია, რომლის იდენტიფიცირება ჩვენ მოვახდინეთ“, – განაცხადა ნანუაშვილმა. ომბუდსმენის რეკომენდაციით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ ყველა საჭირო ზომა უნდა მიიღოს, რათა დაწესებულებაში მიღების დროს, პატიმრის შემოწმება მისი ღირსების შელახვის გარეშე მოხდეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი