„
ავიღე ვალდებულება, რომ ეროვნულ უმცირესობებთან მქონდეს სამუშაო რეჟიმში მჭიდრო კავშირი, რათა ვნახოთ რა ფორმით შეიძლება პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ ხელი შეუწყოს ამ საკითხს - ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ეეროვნულ უმცირესობებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„შეხვედრები იყო სხვადასხვა უმცირესობასთან. კითხვები ერთი და იგივე მიმართულებით ისმება მათი მხრიდან, თუ რა შეიძლება გაკეთდეს და რაზეც მე ვგრძნობ დიდ პასუხისმგებლობას, როგორც მომავალი პრეზიდენტი. ეს არის სახელმწიფო ენის საკითხი. ყველას აქვს გაცნობიერებული ის, რომ სახელმწიფო ენა არის პირდაპირი გზა წარმატებების და ინტეგრირების. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა სახელმწიფოსი. უფრო ჩვენი მოვალეობა და პასუხისმგებლობაა, ვიდრე იმ ადამიანების, რომლებიც ცხოვრობენ კომპაქტურად დასახლებულ სოფლებსა თუ ქალაქებში და ვერ ღებულობენ იმ სათანადო განათლებას სახელმწიფო ენაზე, რომელიც მათ მისცემს საშუალებას, რომ იყვნენ სრულიად ინტეგრირებული სახელმწიფო, კერძო სტრუქტურებში ან ისარგებლონ იმ პროგრამებით, რომელიც გვაქვს ჩვენ. ავიღე ვლდებულება, რომ ამ ჯგუფებთან მქონდეს სამუშაო რეჟიმში მჭიდრო კავშირი, რათა ჩვენ გადავწყვიტოთ და ვნახოთ, რა ფორმით შეიძლება პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ ხელი შეუწყოს ამ საკითხს", განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, ის ასევე დაინტერესდება, იეზიდებისთვის გვარების დაბრუნების საკითხით.
„ასევე, არის იეზიდების მიერ დასმული საკითხი, რომელიც მათ გვარების დაბრუნებას ეხება და დავინტერესდები ამით“, განაცხადა ზურაბიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.