სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ თუკი ქვეყნის პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გახდება, ჰააგაში წარდგენილი მტკიცებულებები გაცილებით მნიშვნელოვან დატვირთვას მიიღებს.
გამომდინარე აქედან, სამადაშვილის განცხადებით, ყველა მოქალაქე საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემამდე კარგად უნდა დაფიქრდეს.
„საქართველოს ყველა მოქალაქეს ალბათ ესმის, რომ იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი თავს მოგვახვევს სალომე ზურაბიშვილს როგორც უკვე ქვეყნის პრეზიდენტს, ამ მტკიცებულებებს, რაც წარდგენილია უკვე ჰააგაში, ეს მტკიცებულებები შეიძენს ბევრად უფრო მნიშვნელოვან დატვირთვას, იმიტომ რომ ეს არ იქნება ერთ-ერთი ქართველი პოლიტიკოსის აზრი, ეს იქნება საქართველოს პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტის აზრი. სწორედ ამიტომ, ყველა მოქალაქეს, რომელიც არჩევნებზე წავა 28 ოქტომბერს, უნდა დაფიქრდეს აძლევს თუ არა ხმას სალომე ზურაბიშვილს, საკუთარ თავს პირველ რიგში უნდა ჰკითხოს, არის თუ არა ის მზად საქართველოს წინააღმდეგ მისცეს ჩვენება ჰააგის სასამართლოში, იმიტომ რომ სალომე ზურაბიშვილის არჩევა და შემოხაზვა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ნომრის, ეს ფაქტიურად იგივეა, რაც ჰააგაში საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩვენების მიცემა“, განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.