ხარაგაულში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული მძღოლი დაიღუპა
22-10-2018, 21:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხარაგაულში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული მძღოლი დაიღუპა.

 

 

შემთხვევა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, კომპანია „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ თანამშრომელს სატვირთო მანქანით მიწა გადაჰქონდა. სატვირთო მანქანა დაგორდა და მეორე სატვირთოს დაეჯახა.

 

 

როგორც კომპანიის ყოფილმა თანამშრომელმა, ზაზა ჩიტიძემ განაცხადა, აღნიშნულ ობიექტზე ტექნიკა გაუმართავია და სწორედ ეს გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი.

 

 

„მანქანა უმეტესად ხელოსანთან დამყავდა გასაკეთებლად. ხან რა ფუჭდებოდა, ხან რა. მოძველებული ტექნიკაა და ერთ დღესაც უარი ვთქვი ჩემი სიცოცხლის რისკის ფასად დავმჯდარიყავი საჭესთან, რის გამოც დაახლოებით ათი დღის წინ სამსახურიდან გამათავისუფლეს. ზუსტად იმ მანქანას ვმართავდი, რომელშიც დღეს ჩვენი მეგობარი გარდაიცვალა“, ამბობს ზაზა ჩიტიძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი