გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე იმ ფეშენებელურ სახლების აშენებას გამოეხმაურა, რომელებიც მაღალჩინოსნებმა 2012 წლის შემდეგ აიშენეს.
გიორგი ვაშაძე გადაეცემა „არჩევანში“ აცხადებს, რომ მას უმუშავია საჯარო სამსახურში და კარგად იცის, რომ თუნდაც კრედიტით, როგორც იმართლებს თავს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი, ამხელა სახლის აშენებას ვერავინ გაწვდებოდა.
„მე საჯარო სამსახურიდან წამოვედი 3 ოთახიანი ბინით, რომელიც კრედიტით შევიძინე და ძალიან კარგად ვიცი იმ შემოსავლით რას ნიშნავს სახლის მშენებლობა. საერთოდ გაიფიქრო ადამიანმა, იმიტომ რომ მაშინ საერთოდ აღარც უნდა ჭამო, აღარც ოჯახი უნდა არჩინო და არ მქონდა დაბალი ხელფასი საჯარო სამსახურისთვის, დაახლოებით 5000 ლარი იყო ჩემი შემოსავალი და მე ვერასდროს ვერ გადავწყვეტდი კერძო სახლის მშენებლობას როცა ნამუსიანად მუშაობა“, განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.