პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, მან თბილისში, დიღომში 310 მ2 ზომის სახლი 37 200 დოლარად ააშენა.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრის თქმით, სახლის მშენებლობისთვის საჭირო მასალის ნაწილი 2012 წლამდე იყიდა და სამუშაოების ნაწილიც მანამდე შესრულდა. სესიაშვილის განმარტებით, სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრის განცხადებით ორ წელზე მეტია, რაც სახლს აშენებს და ხარჯებისა და შემოსავლების შესახებ ინფორმაცია ასახულია და ასახავს დეკლარაციაში. დეპუტატმა განმარტა, რომ სახლისთვის საჭირო თანხის ნაწილი გაყიდული ბინიდან მიიღო, ნაწილი 25 000 ძმამ ასესხა, ნაწილი კი თავად გამოიმუშავა.
„საერთო ჯამში მე არათუ უკანონო შემოსავლები, არამედ იმაზე მეტი შემოსავალი მივიღე, ვიდრე ამ სახლის მშენებლობას სჭირდებოდა. მე არ ვარ ის კაცი, რომ უკანონო შემოსავლებით ცხოვრება მოვიწყო“, განაცხადა „არჩევანში“ სესიაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.