[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
მაია ფანჯიკიძის "რეაქცია" სოჭში "დანისლული" აფხაზეთითა და ცხინვალით ნაჩვენებ საქართველოს რუკაზე (ვიდეო)
08-02-2014, 11:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

                                              

 

 

"ძალიან მომწონს, რომ რუსეთში საქართველოს დროშა ფრიალებს – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ "ტელეიმედის" გადაცემაში "რეაქცია" სტუმრობისას ქართველი სპორტსმენების სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის თემაზე საუბრისას განაცხადა.

 

 


"ვფიქრობ, საქართველო სოჭის ოლიმპიადაზე, ოლიმპიური დროშის ქვეშ არ უნდა გამოსულიყო. საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, თავისი სუვერენული დროშით და სწორედ მისი სახელით უნდა წარდგენილიყვნენ ჩვენი სპორტსმენები", – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

 


საგარეო საქმეთა მინისტრმა სოჭის ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენების გამოსვლის დროს ნაჩვენები საქართველოს რუკის გარშემო სოციალურ ქსელებში ატეხილ აჟიოტაჟზეც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ "არ შეიძლება საქართელოს რუკა, სადაც აფხაზეთი და ცხინვალი დანისლულია, პროვოკაციად ჩაითვალოს," რადგან ოლიმპიადის ოფიციალური საიტი საქართველოს რუკას ცნობს ისეთს, როგორც ის სინამდვილეშია, საერთაშორისო ნორმებით აღიარებულ საზღვრებში.

 

 

"სამწუხაროდ, ტელევიზიით, რუკის ნახვის საშუალება არ მქონია, ვნახე მხოლოდ "Facebook- ზე". არ ვიცი სხვა ქვეყნების რუკები როგორ იყო წარმოდგენილი და საქართველოს რუკაზე ეს ღრუბელი როგორ შეიძლება აიხსნას. ვიცი, რომ ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს რუკა იყო ისეთი, როგორიც არის საქართველოს რუკა - ინგლისური და ქართული წარწერებით და ამაზე კომენტარებიც ვნახე ჟურნალისტების მხრიდან, რომ რუსეთმა აღიარა საქართველოს მთლიანობა. ვფიქრობ, რომ ეს არ შეიძლება ჩაითვალოს პროვოკაციად", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

 

 

ცნობისათვის, სოჭის ოლიმპიადაზე ქართველი ოლიმპიელების გამოსვლისას მონიტორზე გამოჩნდა საქართველოს რუკა, სადაც რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ტერიტორიებზე ნისლის მსგავსი თეთრი გამოსახულებები შეინიშნებოდა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი