ესპანეთის პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად 35 ადამიანია დაკავებული, რომლებიც ე.წ. „ქართული მაფიის“ წევრები არიან. პოლიციის ინფორმაციით, დანაშაულებრივი ორგანიზაცია, ძირითადად, მადრიდის და ვალენსიის ტერიტორიაზე ეწეოდა უკანონო საქმიანობას, თუმცა მისი „წარმომადგენლობები“ მთელი ესპანეთის ტერიტორიაზე არსებობდა.
სპეცოპერაცია რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა. ამ ხნის განმავლობაში პოლიცია დამნაშევეებზე ინფრომაციას აგროვებდა. ერთ-ერთი დაკავებული ქართველი “კანონიერი ქურდი” ზვიად დარსაძეა, რომელიც ამ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა, ფაქტრობრივად მის ნებისმიერ ბრძანებას უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ.
როგორც ესპანეთის პოლიცია იტყობინება, დაჯგუფება, ძირითადად, ბინების გაქურდვით იყო დაკავებული. ჩხრეკის შედეგად 100 000 ევრო, ასევე საიუველირო ნაკეთობები და ბინების გაქურდისთვის აუცლებელი მოწყობილობებია ამოღებული. გამოძიების ინფორმაციით, ამ დანაშაულებრივ ჯგუფს კავშირი ჰქონდა ისეთ დაჯგუფებებთან, რომლებიც დაკავებულები არიან კონტრაბანდით, ნარკობიზნესით, იარაღის ვაჭრობით და საბუთების გაყალბებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.