მამუკა ბახტაძე: ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ რეფორმებს
23-10-2018, 10:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღევანდელი გადასახედიდან დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ რეფორმებს, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე.

 

 

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ევროკავშირთან როგორც საკანონმდებლო, ისე ინსტიტუციური დაახლოების კუთხით ქვეყანაში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე, რაც სრულფასოვანი ინტეგრაციის ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას წარმოადგენს.

 

 

პრემიერმა ყურადღება გაამახვილა 21 ნოემბერს ბრიუსელში ევროკომისიაში დაგეგმილ მაღალი დონის პირველ შეხვედრაზე, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ინტეგრაციის პროცესს ხარისხობრივად ახალ დონეზე გადაიყვანს და ხელს შეუწყობს საქართველოს სექტორულ ინტეგრაციას ევროკავშირთან.

 

 

პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, კომისიის სხდომაზე, ასევე იმსჯელეს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკაზე, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით მუშავდება. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა თითოეული უწყების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას, რათა ქვეყანამ ეფექტიანი და რეალისტური სტრატეგიული დოკუმენტი მიიღოს.

 

 

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე, რომელიც პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ისაუბრა 15 ოქტომბერს გამართული აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის და საგარეო საქმეთა მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის შესახებ. ასევე განიხილეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მიმდინარეობა, ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის განახლების საკითხი. კომისიის წევრებმა მოისმინეს ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის და მისი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტის შესრულების 6 თვის ანგარიში.

 

 

საგარეო საქმეთა მინისტრმა კომისიის წევრებს გააცნო ასევე ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების კომუნიკაციის სტრატეგიის 2018 წლის სამოქმედო გეგმა, მისი 6 თვის შესრულების ანგარიში და 2017-2020 წლების საქართველო-ევროკავშირის დახმარების ერთიანი ჩარჩო-პროგრამის 2018 წლის სამოქმედო გეგმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი