ლევან ხაბეიშვილი: „დაუქნიეთ თავი, გამოართვით თანხა, მიიღეთ მათი დავალება და 28 ოქტომბერს, როგორც მოგატყუათ „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელს, ისევე მოატყუეთ თქვენც“
23-10-2018, 13:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაერთიანებულმა ოპოზიციამ სატელეფონო ჩანაწერები გაასაჯაროვა და განაცხადა, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა საჯარო მოსამსახურეებზე ზეწოლას ახორციელებს და მათ სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას აიძულებს.

 

 

„რუსთავი 2"-ის ცნობით, როგორც სატელეფონო ჩანაწერიდან ირკვევა, ჩანაწერის ავტორი სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს, შოთა კარასაშვილსა და სტელა ხაჩატურიანს „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის წარმომადგენლის სტატუსით ეცნობა და ეკითხება, მიიღეს თუ არა დავალება სატრანსპორტო კომპანიიდან, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე უნდა მივიდნენ და ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცენ.

 


„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ სატელეფონო ჩანაწერები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ადასტურებს. „ნაციონალური მოძრაობიდან" საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება.

 

 

„ამ ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულთან გვაქვს საქმე, სადაც საჯარო მოხელეებს დედაქალაქის მაფიოზი მერი კახი კალაძე აიძულებს მათი ნების საწინააღმდეგოდ ხმა მისცენ სალომე ზურაბიშვილს.

 

 

ჩანაწერებიდან ნათლად ირკვევა, რომ ამ ადამიანებს აქვთ კონკრეტული დავალება მიღებული იმისთვის, რომ პრეზიდენტად აირჩიონ სალომე ზურაბიშვილი. დედაქალაქის მერს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოვუწოდებ, რომ შეწყვიტონ მოქალაქეებზე ზეწოლა, შეწყვიტონ საჯარო მოხელეებზე ზეწოლა. ასევე, მოვუწოდებ იმ ადამიანებს, ვისზეც ახორციელებენ ზეწოლას, ვისაც სთოხვენ, რომ მათი ოჯახის წევრმა ხმა მისცეს სალომე ზურაბიშვილს  - მოითმინეთ 28 ოქტომბრამდე, დაუქნიეთ თავი, გამოართვით თანხა, მიიღეთ მათი დავალება და 28 ოქტომბერს, როგორც მოგატყუათ „ქართულმა ოცნებამ" თქვენ 2012 წელს, ისევე მოატყუეთ თქვენც", განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი