„ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
„არაფერს არ ვუპასუხებ ბატონ ვაშაძეს, რომელმაც მომმართა არაერთხელ და სულ სხვადასხვა ტონალობაში. ამიტომ თავს ვალდებულად არ ვთვლი, რომ ბატონ ვაშაძეს გავცე რამე პასუხი. ამ საკითხებზე მქონდა პასუხები, მაგრამ ხვალ თუ დამისვამს კითხვას, იქ პასუხს გავცემ", აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
გრიგოლ ვაშაძემ დღეს, ბათუმში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოების არაერთ შეკითხვას, სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, პასუხი უნდა გასცეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.