გაერთიანებული ოპოზიციის მიერ სატელეფონო საუბრების გავრცელებას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ეხმაურება. როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მმართველი პოლიტიკური პარტია სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებზე ზეწოლას ახორციელებს და სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას აიძულებს. სიცრუეა.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანია ეხმიანება გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბში, ლევან ხაბეიშვილის მიერ გამართულ ბრიფინგს, სადაც სატელეფონო ჩანაწერები წარმოადგინეს.
გაერთიანებულმა ოპოზიციამ გაავრცელა დეზინფორმაცია, თითქოს, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ საჯარო მოსამსახურეებზე, კერძოდ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებზე ზეწოლას ახორციელებს და სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას აიძულებს.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის მიზანმიმართული პროვოკაცია და სრული სიცრუე. სატრანსპორტო კომპანიის ყველა თანამშრომელს აქვს კანონით გარანტირებული თავისუფლება, გააკეთოს საკუთარი არჩევანი და ამაში ვერავინ ჩაერევა. მსგავსი მითითება კომპანიის ხელმძღვანელობის მხრიდან არ გაცემულა.
მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, ნუ ცდილობენ ბოროტად გამოიყენონ კომპანიის თანამშრომლები საკუთარი ამოცანებისთვის და ნუ შეუშლიან ხელს მათ თავიანთი საქმიანობის განხორციელებაში. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც თავდაუზოგავად ემსახურებიან ქალაქს.
ასევე, მივმართავთ შესაბამის უწყებებს, გამოიძიონ ფაქტი, რადგან პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი და ამ ადამიანთა უფლებები დაირღვა", ნათქვამია სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გაერთიანებულმა ოპოზიციამ დღეს ახალი სატელეფონო ჩანაწერები გაასაჯაროვა და განაცხადა, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა საჯარო მოსამსახურეებზე ზეწოლას ახორციელებს და მათ სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას აიძულებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.