სალომე ზურაბიშვილი: საფიქრალია, როგორ ჩამოვაყალიბოთ ერთიანი სტრატეგია შშმ პირების პრობლემების მოსაგვარებლად
23-10-2018, 16:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საფიქრალია, როგორ ჩამოვაყალიბოთ ერთიანი სტრატეგია შშმ პირების პრობლემების მოსაგვარებლად, განაცხადა მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა შშმ პირებთან შეხვედრის შემდეგ.

 

 

მისი თქმით, პრეზიდენტად მისი არჩევის შემთხვევაში, ამ მიმართულებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სპეციალური წარმომადგენელი და შესაბამისი ჯგუფი იმუშავებს.

 

 

„გამოვყოფდი შშმ ქალებსა და იმ შშმ ბავშვების დედებს, რომლებიც, პრაქტიკულად, სახლში ჩაკეტილები არიან, გარეთ ვერ გადიან. მრავლადაა სოციალური, ეკონომიკური პრობლემები. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ პირველ რიგში, სხვადასხვა მიმართულება უნდა დავსახოთ ამ პრობლემისადმი. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არამხოლოდ ერთი წარმომადგენელი იქნება, მასთან ერთად არსებული მოქმედი სამუშაო ჯგუფი იარსებებს, ისინი ამა თუ იმ პრიორიტეტებზე იმსჯელებენ.

 

 

მთავარია, ერთი მთლიანი სტრატეგიის ჩამოყალიბება და არა ამ პრობლემებზე ნაწილ-ნაწილ პასუხები. გარკვეული ნაბიჯები სწორად არის გადადგმული, სარეაბილიტაციო ცენტრების მშენებლობა დაწყებულია, აუტისტებისთვის, შშმ პირებისთვის არსებობს გამაჯანსაღებელი რეაბილიტაცია თბილისის ზღვაზე, მაგრამ საფიქრალია, როგორ ჩამოვაყალიბოთ ერთიანი სტრატეგია და უნდა გავარკვიოთ, საით მიდის ქვეყანა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. როგორც პრეზიდენტი, ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ის, რომ სამოქალაქო საზოგადოებას ჩავუდგე სათავეში, რომ ის სხვანაირად ამოქმედდეს“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი