The Washington Post -ის 3 ივლისის ონლაინ გამოცემა მაიკლ ბირნბაუმის წერილს აქვეყნებს, სათაურით, დასავლეთისაგან ხელნაკრავი ქართველები, წარსული უთანხმოების მიუხედავად, რუსეთისკენ იხედებიან - რომელშიც ხაზგასმულია, რომ უკრაინაში დაწყებული კონფლიქტიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირისკენ სვლის პროცესის დასავლეთისაგან მხარდაჭერის არარსებობის გამო, საქართველოში პრორუსული გრძნობები იზრდება.
ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ლიდერები გამაფრთხილებელ განცხადებებს აკეთებენ იმის თაობაზე, რომ რუსეთი შესაძლოა გამარჯვებული გამოვიდეს, თუკი საქართველოსთვის დასავლური გაერთიანებების კარები დახურული აღმოჩნდება. დასავლელმა პოლიტიკოსებმა, უფრთხიან რა რუსეთის შემდგომ პროვოკაციებს, ევროკავშირისა და ნატოს აღმოსავლეთით გაფართოვების შესახებ ყოველგვარი მოლაპარაკებები შეაჩერეს და პროცესის განახლება ახლო მომავლის პერსპექტივაში არც კი ჩანს, - წერს სტატიის ავტორი და განაგრძობს, რომ რუსეთმა ამ სიცარიელის ამოსავსებად ქართულ საზოგადოებაში უკვე შეაბიჯა, რისი დასტურიცაა სახელმწიფოს კუთვნილი მედია-საშუალების, სპუტნიკის ქართულენოვანი მაუწყებლობის გახსნა, ენერგოინდუსტრაიში და სხვა მნიშვნელოვან სექტორებში ინვესტიციების გაღრმავება და ა.შ.
"ამგვარი პარადიგმით, რუსეთის პარადიგმით, სხვა ქვეყნების მიმართ გააჩნდეს სპეციალური უფლებები, სახელმწიფოს სტაბილურობა და უსაფრთხოება ვერ იქნება შენარჩუნებული" - აცხადებს ამერიკულ გამოცემასთან საუბრისას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. "რუსეთი თავისი გავლენის განსავრცობად საკმაოდ აქტიურად მუშაობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში", - ამბობს მარგველაშვილი და განაგრძობს, რომ რუსეთის მზარდი აქტიურობის მიუხედავად, საქართველო ურყევად მიდის ნატოსა და ევროკავშირისკენ, რომლის საბოლოო მიზანიც ამ გაერთიანებების წევრობაა.
სტატიის ავტორი ევროკავშირის ლიდერების იმ ერთი თვის წინანდელ გადაწყვეტილებაზეც საუბრობს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა, რაც საქართველოს ლიდერებისთვის სასტიკი იმედგაცრუება აღმოჩნდა. დიპლომატები, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართულნი, ამბობენ, რომ ევროკავშირის სიფრთხილე მომდინარეობდა იმ სურვილისაგან, რომ თავიდან აეცილებინათ რუსეთის ნეგატიური რეაქციის ინსპირირება.
სტატიის ავტორის აზრით, გაფართოების პროცესის შეჩერებაში დიდი როლი მიუძღვის გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს, რომელიც ევროპის ბედის განსაზღვრაში პუტინთან მთავარი მოსაუბრეა. ობამაც მათ ორბიტაზეა.
"არც უკრაინა და არც საქართველო ამჟამად ნატოს წევრობის კანდიდატებად არ განიხილებიან. ნატოს გაფართოვების რაიმე სასწრაფო და დაუყოვნებელი გეგმა არ არსებობს," განაცხადა ობამამ გასულ წელს.
სტატიის ავტორს, საქართველოს პარლამენტის წევრის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის მოსაზრება მოჰყავს წერილში იმის თაობაზე, რომ რუსეთი დასავლეთს ოსტატურად უწევს მანევრირებას.
"რუსები მუშაობენ, რომ მსოფლიოს ამ ნაწილში დომინანტები იყვნენ. ისინი ანგარიშობენ, ისინი გეგმავენ, და მათ გაცილებით უკეთესად იციან ეს რეგიონი, ვიდრე ევროპელებმა და ამერიკელებმა," განუცხადა თედო ჯაფარიძემ ამერიკულ გამოცემას.
სტატიის სრული, ინგლისურენოვანი ვარიანტი იხილეთ ბმულზე:
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.