„მეც მაქვს ჩანაწერი, რომელიც მოვიპოვე და მგონია, რომ აუცილებელია, გამოძიება დაიწყოს“ - თბილისის მერი გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებას იუმორით პასუხობს
23-10-2018, 16:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაერთიანებული ოპოზიციის მიერ სატელეფონო საუბრების გავრცელებას თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა. მერი ოპოზიციის ბრალდებას, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდი ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს და ამომრჩეველზე ზეწოლას ახდენს, ხუმრობით პასუხობს.

 

 

კახა კალაძემ ოპოზიციის მიერ გავრცელებული სატელეფონო ჩანაწერების საპასუხოდ, ჟურნალისტებს წარუდგინა სატელეფონო ჩანაწერი, რომელშიც „ჩანაწერის ავტორი" მოსაუბრეს სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლის სტატუსით ეცნობა და ეკითხა, მიიღო თუ არა დავალება, თუ ვის უნდა მისცეს ხმა არჩევნებში.

 

 

„მეც მაქვს ჩანაწერი, რომელიც მოვიპოვე და მგონია, რომ აუცილებელია, გამოძიება დაიწყოს, ახლა მოგასმენინებთ ამ ჩანაწერს:

 

 

- გიორგი ხართ ხომ?

 

 

- დიახ, გისმენთ,

 

 

- სატრანსპორტო კომპანიიდან გაწუხებთ, თქვენ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხომ იყავით მოსულები?

 

 

- ვიყავით.

 

 

- ოჯახით ხომ?

 

 

- კი, ნათესავები წამოვიყვანეთ.

 

 

- წელსაც ხომ აპირებთ მოსვლას?

 

 

- რა თქმა უნდა, მთელი ოჯახით მოვდივართ, ნათესავებიც მომყავს.

 

 

- ხმას ვის აძლევთ, გაქვთ ხომ მითითება მიღებული?

 

 

- ხმას ვაძლევ „ნაციონალურ მოძრაობას“, ვინც დაგვაკარგინა ქვეყნის 20%.

 

 

- ძალიან კარგი.

 

 

„ნაციონალურ მოძრაობას“ დავალება გაუცია სატრანსპორტო კომპანიაში, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა მისცენ ხმა, როგორც 2017 წელს. ალბათ, ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი, გამოყენება ადმინისტრაციული რესურსის, ოღონდ ოპოზიციის მხრიდან. ეს ძალიან ცუდია და საარჩევნო გარემოს აზიანებს. მგონი, დამაკმაყოფილებელი იყო ჩემი პასუხი", განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

გაერთიანებულმა ოპოზიციამ დღეს სატელეფონო ჩანაწერები გაასაჯაროვა და განაცხადა, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა საჯარო მოსამსახურეებზე ზეწოლას ახორციელებს და მათ სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას აიძულებს.

 

 

„რუსთავი 2"-ის ცნობით, როგორც სატელეფონო ჩანაწერიდან ირკვევა, ჩანაწერის ავტორი სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს, შოთა კარასაშვილსა და სტელა ხაჩატურიანს „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის წარმომადგენლის სტატუსით ეცნობა და ეკითხება, მიიღეს თუ არა დავალება სატრანსპორტო კომპანიიდან, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე უნდა მივიდნენ და ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი