ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გოჩა-ჯიხაიშში საბავშვო ბაღის შენობის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
23-10-2018, 17:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გერასიმე მჟვანაძემ, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად, სოფელ გოჩა-ჯიხაიშში საბავშვო ბაღის შენობის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრა.

 

 

ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოები, რომელიც რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან 75 924 ლარით ფინანსდება, მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

 

 

„ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია სკოლამდელი განათლება. ბოლო წლებია, ამ მიმართულებით არაერთი პროექტი განხორციელდა. სულ ახლახან ქალაქ ხონში №1 საბავშვო ბაღი გავხსენით. ამჯერად კი, სოფელ გოჩა-ჯიხაიშში აღსაზრდელები ამორტიზებული შენობის ნაცვლად, განახლებულ ბაღში დაბრუნდებიან“, განაცხადა ხონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ.

 

 

საბავშვო ბაღის აღდგენით სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „TU-KA" ახორციელებს.

 

 

ინფორმაციას ხონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი