საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივანს (საგარეო საქმეთა მინისტრს), მთავარეპისკოპოს პოლ რიჩარდ გალაჰერს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილმა 2016 წელს რომის პაპის ვიზიტი გაიხსენა და მას განსაკუთრებული მოვლენა უწოდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებს. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა რიჩარდ გალაჰერს ხურვალეთში საოკუპაციო ხაზის მონახულებისათვის. საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის ურთიერთობების განვითარებაში მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობა.
მხარეებმა ასევე განიხილეს განათლებისა და კულტურის სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობის განვითარების შემდგომი პერსპექტივები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.