დავით უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილს ვურჩევ, არ გაიმეოროს ჩემი შეცდომა
23-10-2018, 20:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„შენების მოძრაობის“ ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილს ვურჩევ, არ გაიმეოროს ჩემი შეცდომა.

 

 

მან აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი მასთან დებატებს თავს არიდებს, ამიტომ, იძულებულია, ბრიფინგით მიმართოს და შეახსენოს, რომ იგი თავისივე ნებით მმართველი პოლიტიკური გუნდის წევრი გახდა და სრულად აგებს პასუხს ამ გუნდის მოქმედებაზე თუ უმოქმედობაზე.

 

 

მისი თმით, დღეს სახელისუფლებო პრეზიდენტობის კანდიდატს აქვს მმართველ გუნდზე ზემოქმედების ბერკეტები. არჩევნების შემდეგ, გამარჯვების შემთხვევაშიც კი, მას ეს ბერკეტები აღარ ექნება.

 

 

„ქვეყანაში მიმდინარეობს ძალაუფლებისათვის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა წესების გარეშე. ჯერ არ ვიცით, ვინ იქნება ამ ბრძოლაში გამარჯვებული, მაგრამ ვხედავთ, როგორ მარცხდება საქართველო და ქართველი ხალხი. პოლიტიკური კრიზისი უნდა განიმუხტოს მმართველი გუნდის კონსტიტუციის ფარგლებში მოქცეული პოლიტიკური ინიციატივებით და არა შავ პიარში შეჯიბრით ან „ნაცებს ჯერ კიდევ ვჯობივართ“ თვითდამშვიდებით.

 

 

მმართველმა გუნდმა უნდა ისარგებლოს კონსტიტუციური მექანიზმებით და გამოაცხადოს, რომ საქართველოში ერთპარტიული მმართველობის ეპოქა დასრულდება 2019 წლის ოქტომბერში პროპორციული სისტემით ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით. ამგვარი პოლიტიკური განაცხადით დღეს შესაძლებელია კრიზისის განმუხტვა. ხვალ შეიძლება, ესეც აღარ აღმოჩნდეს საკმარისი.

 

 

მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, შეძლოს ამის გაკეთება 28 ოქტომბრამდე და დაამტკიცოს, რომ მას „ოცნებასთან“ ალიანსი ქვეყნის სამსახურისთვის უნდოდა და არა თავისი გაპრეზიდენტებისთვის.

 

 

მე მას ვურჩევ, არ გაიმეოროს ჩემი შეცდომა. მე კოალიციის პოლიტსაბჭოს ჯერ კიდევ 2014 წლის ოქტომბერში მივმართე მოსაგვარებელი სისტემური პრობლემების ვრცელი ნუსხით და ბიძინა ივანიშვილის მხურვალე მხარდაჭერაც მივიღე ყველა პუნქტზე, მაგრამ ნელ-ნელა ყველა პრობლემა პრობლემად დარჩა და პრობლემაზე ყველა ხმის ამომღები ხელისუფლების მიღმა აღმოჩნდა“, განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი