საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აშშ-ს პრეზიდენტს ბარაქ ობამას ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და მადლობას უხდის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი აშშ-ს მხარდაჭერის გამო.
"თქვენო აღმატებულებავ, მოხარული ვარ გადმოგცეთ ჩემი გულითადი და წრფელი მოლოცვა ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.
საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის განვითარებას. მსურს გამოვიყენო მოცემული შესაძლებლობა და მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციის, ჩვენი ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი აშშ-ის მხარდაჭერისა და ურყევი პოზიციისათვის.
ბატონო პრეზიდეტო, საქართველო მტკიცედ დაიცავს თავისუფლებასთან, დემოკრატიასა და მშვიდობასთან დაკავშირებულ ჩვენს საერთო პრინციპებსა და ღირებულებებს. ქართველი ჯარისკაცები ამერიკული სამხედრო ძალების მხარდამხარ იბრძვიან მსოფლიოში სტაბილურობის შენარჩუნებისათვის. თქვენს ქვეყანასთან სტრატეგიული პარტნიორობის გამო, მე მჯერა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული ისტორიული კავშირები და ხანგრძლივი მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ.
თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა და საუკეთესო სურვილები თქვენს საქმიანობაში მეტი წარმატების, ასევე მეგობარი ამერიკელი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის მისალოც წერილში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.