„ჩვენ ვთანამშრომლობთ ხელისუფლებასთან და არა ოპოზიციასთან“ - აზერბაიჯანის მთავრობის გავლენიანი მაღალჩინოსანი და „სოკარის“ პრეზიდენტი არჩევნების წინ მარნეულში ჩავიდა
23-10-2018, 21:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის“ პრეზიდენტი ქვემო ქართლში მედიისათვის გასაიდუმლოებული ვიზიტით ჩავიდა. მარნეულის ჩაის სახლში როვნაგ აბდულაევი, პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტის უხუცესებს და საჯარო მოხელეებს შეხვდა.

 

 

აზერბაიჯანის მთავრობის გავლენიანი მაღალჩინოსანი  თქმით, ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ საქართველოში მმართველი პარტიის დასახმარებლად არ ჩამოსულა და ვიზიტის მიზანი მხოლოდ ეთნიკურ აზერბაიჯანელებთან შეხვედრა იყო.

 

 

„ჩვენ პოლიტიკაში არ ვერევით აქ ვართ ეთნიკურად აზერბაიჯანელების პრობლემების გასაცნობად. გვინდა ვიცოდეთ, როგორ აგვარებს საქართველოს ხელისუფლება მათ პრობლემებს. ჩვენ ვთანამშრომლობთ ხელისუფლებასთან და არა ოპოზიციასთან ეს არის აზერბაიჯანის ხელისუფლების პოლიტიკა“, განაცხადა როვნაგ აბდულაევმა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტთან საუბრისას.

 

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტს მარნეულში ახალგაზრდები აქციით დახვდნენ.

 

 

მათი მტკიცებით, აზერბაიჯანის მთავრობის მაღალჩინოსანი რეგიონში წინასაარჩევნოდ ქართული ოცნების დასახმარებლად ჩამოვიდა და ჩაის სახლში შეკრებილებს ღიად მოუწოდა, ხმა „ქართული ოცნების“ კანდიდატისთვის მიეცათ.

 

 

წინასწარ დაგეგმილ შეხვედრას რიგითი მოქალაქეები არ დაასწრეს, ვინც შენობაში არ შეუშვეს, აბდულაევს შეძახილებით შეხვდნენ.

 

 

ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი, თამაზ ნავერიანი, რომელიც აბდულაევს პირადად მასპინძლობდა, ამტკიცებს, რომ სოკარის პრეზიდენტის ვიზიტი არჩევნებს არ უკავშირდება და ის არჩევნების წინ ბაქოდან მარნეულში პროექტებზე სალაპარაკოდ ჩამოვიდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი