პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სამ ჟურნალისტთან შეხვედრის ფორმატში აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია რატომ უნდა დასაჯოს ოთარ ფარცხალაძე, ან რატომ არის ცუდი, თუ ის ხვდება ბიზნესმენებს.
ეს პასუხი მან „TV პირველის“ ტელეწამყვანის დიანა ტრაპაიძის კითხვას გასცა, რომლისთვისაც ასევე გაუგებარია, რატომ არ ისჯება ოთარ ფარცხალაძე, ან რატომ დადიან ზაზა ოქუაშვილის მსგავსად ბიზნესმენები ივანიშვილთან „საქმის მოსაგვარებლად“.
„მე როგორც ვიცი, ფარცხალაძეზე გამოძიება გრძელდება და ჩამოსულები არიან პროფესიონალი პროკურორები“, განაცხადა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.