„დღეს რომ გამორთო „რუსთავი 2“, ქვეყანაში აღმავლობისა და აღმშენებლობის მეტს ვერაფერს ვერ ნახავთ", აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან პირისპირ შეხვედრისას გააკეთა.
„იმედის" ჟურნალისტის შეკითხვას, რა კეთდება იმისთვის, ან რა უნდა გაკეთდეს, რომ საზოგადოებაში ნეგატივი შემცირდეს, ივანიშვილმა უპასუხა:
„ის, რაც გამოდის „რუსთავი 2"-დან, 99% არის სიცრუე. ის, რომ პრობლემები შეიძლება იყოს მთავრობაში, პრობლემები შეიძლება იყოს ხელისუფლების სხვა შტოებში, ეს არის ნორმალური ყველა სახელმწიფოში. შეიძლება გადაცდომაც მოხდეს და შეიძლება კორუფციაც იყოს, ამას უნდა არგუმენტები, საბუთები და მან პასუხი უნდა აგოს ამაზე".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.