ყოფილი პრემიერ მინისტრი და „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ 2008 წელს სააკაშვილის მეთაურობით მაშინდელმა ხელისუფლებამ დაუშვა დიდი შეცდომა, რაც ევროსაბჭოს რეზოლუციაშიც წერია.
ივანიშვილის თქმით, სააკაშვილმა დაბომბა საქართველოს მოსახლეობა და ის ეთანხმება საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს.
„2008 წელს რაც მოხდა და როგორც მოქმედებდა მაშინდელი მთავრობა სააკაშვილის მეთაურობით ეს იყო სწორედ ღალატი ქვეყნისა და სამშობლოსი. მას შეეძლოს ომი თავიდან აეცილებინა ქვეყნისთვის, მას შეეძლო არ აეხდინა რუსეთისთვის მრავალსაუკუნოვანი ოცნება და ისინი არ გადმოსულიყვნენ......
2008 წელს მოხდა გამოუსწორებელი შეცდომა მაშინდელი ხელისუფლების მიერ. საქართველოს ტერიტორიების 20% დღეს არის ოკუპირებული. ევროსაბჭოს რეზოლუციაშიც გარკვევით წერია ის ქმედება, რასაც თუ არ ჩაიდენდა საქართველოს ხელისუფლება, საქართველო...“, განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.