მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, „ქართული ოცნება" ქვეყნისთვის იმაზე ორჯერ მეტს აკეთებს, რაც თავის დროზე, „ნაციონალურმა მოძრაობამ" გააკეთა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში, ეკონომიკაში ზრდის ტემპი მინიმუმ ორჯერ არის გაზრდილი და საქართველო ეკონომიკის ზრდის მიხედვით, რეგიონში ლიდერია.
„ნაციონალური მოძრაობის" დროს იყო მოდელირებული ყველა ტელევიზია. წითელი კასკებით და ყვითელი კასკებით გამოჰყავდათ, საზოგადოებაც შესმული ჰყავდათ, რომ ქვეყანაში აღმშენებლობის პროცესი მიდის, დავით აღმაშენებელსაც კი ედრებოდა მათი ლიდერი, ისე გავიდა ზონიდან. ჩვენ ორჯერ მეტს ვაშენებთ. რაც აუშენებია „ნაციონალურ მოძრაობას", მარტო მე ვაშენებ დღეს", განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან პირისპირ შეხვედრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.