პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სამ ჟურნალისტთან შეხვედრის ფორმატში აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი არის სიმბოლო ქვეყნის გაერთიანების და იმ ადამინების, ვისაც თავის ქვეყანაში დაბრუნება სურთ.
„ყოფილი ხელისუფლების წევრები ცდილობენ ქალბატონს მოღალატე უწოდონ, არაქართველს ეძახიან, რომლის მამამ ზურაბ ზურაბიშვილმა მოქალაქეობაზე, საფრანგეთის მოქალაქეობაზე თქვა უარი, იმისთვის რომ ქართული არ დაეტოვებინა ამ მამის გაზრდილ შვილზე დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ბევრი წევრი და მხარდამჭერი ეჭვს გამოთქვამს, რომ ‘ეს ქართველი არააო’, ამ ქალბატონმა საფრანგეთში გაიკეთა კარიერა ევროპაში ტიპურმა ევროპელმა ქალბატონმა. ჩამობრძანდა საკუთარ ქვეყანაში, რასაც უამრავი ქართველი ოცნებობს დღეს, ჩვენ გვინდა ჩვენი სამშობლო გავაერთიანოთ ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი ტკივილი, ეს ქალბატონი სიმბოლოა ამის, თანაც ქალბატონი, თანაც ევროპელი და ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ ის პრეზიდენტად“, განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.