ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისაკენ მოუწოდებს
24-10-2018, 09:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

 


„არის დიდი ალბათობა იმისა, რომ ქალბატონმა სალომემ პირველ ტურშივე გაიმარჯვოს, ის იქნება ძალიან ღირსეული პრეზიდენტი“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა „ტვ პირველის“, „რუსთავი-2“-ის და „იმედისთვის“მიცემულ ინტერვიუში.

 


„მე დღესაც ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთჯერ შევახსენებ გუნდის წევრებს, ზოგიერთს, აბოლუსუტური უმრავლესობა დღეს დარწმუნდა, რომ სწორი პოზიცია იყო, მაგრამ კიდევ თუ დარჩნენ ერთეულები, მათ შევახსენებ, რომ ნუ კეკლუცობენ და კეთილი ინებონ პარტიის პოზიციას პატივი სცენ”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 


მმართველი პარტიის თავმჯდომარემ 28 ოქტომბერს აქტიურობისკენ მოუწოდა მხარდამჭერების იმ ნაწილს, რომელიც დღეს კიდევ მერყეობს.

 

 

„საზოგადოებასაც მივმართავ, ჩვენს ყოფილ მხარდამჭერებს, რომლის ნაწილიც არ არის ჩამოყალიბებული, ჩვენ დიდი შანსი გვაქვს, რომ პირველ ტურშივე გავიმარჯვოთ, მეორე ტურში კითხვის ნიშანი არ არის, ყველამ კარგად იცის, ვინც კვლევებს ატარებს” - განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ.

 

 

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ოპონენტებს, ბიძინა ივანიშვილის თქმით, ეს არის ნაციონალური მოძრაობის ორი ნაწილი. მისივე თქმით, წინასაარჩევნო კამპანია სიძულვილის ენით მიმდინარეობს და ამის მოკარნახე და იდეოლოგი ისევ ნაციონალური მოძრაობაა ორი პარტიის სახით.

 


„ასეთია დღეს რეალობა. ასეთია კონკურენცია და ის, რომ დამოუკიდებელმა კანდიდატმა ისეთი ბიოგრაფიით, როგორიც ქალბატონი სალომე გახლავთ, პირველივე ტურში გაიმარჯვოს იმ ფონზე, როდესაც ძირითად ოპონენტებად მოიხსენიებიან ნაციონალური მოძრაობის 2-ვე ნაწილი. მე მგონი არაფერი გასაკვირი და გასაოცარი არ არის“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი