ილია მეორე: კაცობრიობა ბევრჯერ ყოფილა უფსკრულის პირას და უფსკრულშიც ჩაუხედავს, ეს რომ არ განმეორდეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რწმენას და ქრისტიანული ღირებულებების დაცვას
24-10-2018, 10:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს წმინდა საყდრის (ვატიკანის) სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივანი, მთავარეპისკოპოსი პოლ რიჩარდ გალაგერი, ვატიკანის ელჩი საქართველოში, არქიეპისკოპოსი ჟოზე აველინო ბეტანკური, წმინდა საყდრის სახელმწიფო სამდივნოს დიპლომატიური მრჩეველი, მონსინიორ ტიმონ ტიტუს ხმიელეცკი და ვატიკანის ელჩის მოადგილე მამა მიჰაიტა ბლაჟი ეწვივნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

 

 

შეხვედრას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), მიტროპოლი საბა (გიგიბერია), მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და საქართველოს ელჩი ვატიკანში თამარ გრძელიძე.

 

 

არქიეპისკოპოსმა პოლ რიჩარდ გალაგერმა მის უწმინდესობას მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და რომის პაპ ფრანცისკეს ძმური მოკითხვა გადასცა.

 

 

თავის მხრივ, მისმა უწმინდესობამ პატივისცემა გამოხატა რომის პაპ ფრანცისკესადმი და აღნიშნა: „მე მქონდა პატივი მემასპინძლა რომის პაპ ფრანცისკესათვის და რომის პაპ იოანე პავლე II-ისთვის და მოხარული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობა კვლავ გრძელდება“.

 

 

საპატრიარქოს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ვატიკანს შორის არსებულ ურთიერთობებს, მათ შორის იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც საქართველო დგას. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ყურადღება გაამახვილა  ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აუცილებლობაზე.

 

 

მხარეთა მიერ გულისტკივილი გამოიხატა კონსტანტინოპოლისა და მოსკოვის საპატრიარქოთა შორის დღეს არსებული რთული ვითარების და ასევე მსოფლიოში შექმნილი მძიმე სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის გამო და ითქვა, რომ ისინი ლოცულობენ მშვიდობისათვის.

 

 

„კაცობრიობა ბევრჯერ ყოფილა უფსკრულის პირას და უფსკრულშიც ჩაუხედავს, ეს რომ არ განმეორდეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რწმენას და ქრისტიანული ღირებულებების დაცვას“, განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

 

 

„დღესდღეობით, მსოფლიო განიცდის რწმენის ნაკლებობას, ეს კი რელიგიურ ლიდერებს გვავალდებულებს გავაძლიეროთ მსახურება და ქადაგება, რომ სახარების ნათელი მივიტანოთ ადამიანთა გულებამდე“, დასძინა მთავარეპისკოპოსმა პოლ რიჩარდ გალაგერმა.

 

 

მისმა უწმინდესობამ სტუმრებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და მის აღმატებულებას საჩუქრად წმ. პეტრესა და პავლეს ხატი უბოძა.

 

 

თავის მხრივ, მთავარეპისკოპოსმა პოლ რიჩარდ გალაგერმა მის უწმინდესობას რომის პაპის მედალი გადასცა.

 

კომენტარები: 1
#1   Jan
      
კითხვა არაა სწორი , სწორია რა უნდოდათ რუსებს საქართველოს გულში , შიდა ქართლში ,ცხინვალში ?

შენ მოსკოვის მხრიდან, ცხინვალის გამყიდველ , შენს მამარჩენალ შევარდნაძისგან სვამს კითხვას ,რადგან სამშობლო თქვენი ყარაყორუმია ...

უსამშობლო მარგინალების, მაწანწალა კატების მენტალიტეტი საცოდაობაა,მეცოდებით...
24 ნოემბერი 2018 12:50
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი