„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეჟურნალისტებთან საასაბათს გამართულ შეხვედრაზე „ქართულ ოცნებაზე“ „განაწყენებულ“ იმ ყოფილ მხარდამჭერებს მიმართა, რომელსაც იმედები ვერ გაუმართლა და „განაწყენებულებმა არ იციან სად წავიდნენ და ვის მისცენ ხმა“.
ივანიშვილმა თქვა, რომ „ყველა დაჩაგრული“, რომელიც „ვერ მოხვდა გუნდში, არ არის უფრო აქტიური, ამას ყველაფერს აღვადგენთ, ყველაფერს მიეცემა თავისი სახელი“.
„მე ყველანაირი ბერკეტი გამაჩნია დღეს, რომ ჩავერიო და ვიცოდე კარგად, რა ხდება ხელისუფლებაში. თუ ვინმე ვერ მოახერხებს და თავის მოვალეობას კარგად ვერ შეასრულებს, მე ადრე მქონდა მხოლოდ ხმის ამოღების უფლება, დღეს უკვე პარტიის თავმჯდომარე ვარ და უფრო მეტი უფლებები გამაჩნია.
„ჩემი შემობრუნებით, მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლების, რომელიც მართავს ჩვენს ქვეყანას, მართვის ეფექტურობა უნდა გაიზარდოს და მე მაქვს ეს პრეტენზია. ამავდროულად, ის ეჭვები რაც გაჩნდა და რაც დღესაც ემჩნევა ჩვენს სახელმწიფოს, რომ თითქოს სახელმწიფო სახელმწიფოს ფუნქციას კარგად ვეღარ ასრულებს, ვისაც არ უნდა ყველანი ქუჩაში გამოდიან - ბიზნესი, რომელიც არ უხდის ბიუჯეტს ფულს, გარბის რუსთავი 2-ში და იქიდან გვემქურება და გვაშანტაჟებს, გაურკვევლად, დღემდე ვერ გაარკვია, ვის გადაუხადა ფული, მაგრამ კორუფციაში ადანაშაულებენ მთელ სახელმწიფოს. ერთ-ერთი სსიპის დირექტორი ჯანდაცვის სამინისტროში დაიჭირეს, 150 კაცი გამოვიდა გურიაში ქუჩაში და ქუჩის გადაკეტვა უნდოდათ. მეორე უკიდურესობაში წავიდა საზოგადოება. ეს კარგია. არა დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტების ხარჯზე, არა იმ ღირებულებების შესუსტების ხარჯზე, რასაც მივაღწიეთ და დღეს ევროპულ სახელმწიფოებს შეიძლება შევეჯიბროთ, ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ ეფექტურობა სახელმწიფოს მართვის და რაც მთავარია. მე ვაძლევ საზოგადოებას იმის პირობას, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში, მოვახერხებთ ჩვენ, გაძლიერებული მენეჯმენტით, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას ამ სახელმწიფოში, მათ რიცხვში ქალბატონ ეკას [კვესიტაძე] როლსაც... რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანები ყველა სახელმწიფოში არიან, ასეთი ტელევიზიებიც ყველა სახელმწიფოში არსებობენ. ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ ყველა მოქალაქეს ჰქონდეს შესატყვისი შეფასება და შესატყვისი ადგილი ჩვენ საზოგადოებაში. ამ პროცესს მივაღწევთ ჩვენ ძალიან სწრაფად. ამას ვპირდები მე ჩვენზე განაწყენებულ ჩვენს მხარადმჭერებს, რომლებსაც ვერ გავუმართლეთ და განაწყენებულებმა არ იციან სად წავიდნენ და ვის მისცენ ხმა. მე გარწმუნეთ და გაძლევთ პირობას, რომ ყველა დაჩაგრული, რომელიც განიცდის, რომ არაღირსეულად, არასწორ ადგილზე, რომ ის ვერ მოხვდა გუნდში, არ არის უფრო აქტიური, ამას ყველაფერს აღვადგენთ, ყველაფერს მიეცემა თავისი სახელი. ამ ქალბატონსაც [ეკა კვესიტაძეს] ექნება ადგილი ჩვენს საზოგადოებაში, არ იფიქროს რომ ვემუქრები, მაგრამ ექნება თავისი როლი, მაგრამ მას არ ექნება საშუალება, რუსთავი 2-ს არ ექნება საშუალება, რომ მოახერხოს, განსხვავებული აზრი არ შევიდეს ტელევიზიაში, ჩაკეტოს და მძევლად აიყვანოს საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი. ამასაც ჩვენ გავცემთ შესატყვის პასუხს“, აღნიშნა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.