დავით ჭიჭინაძე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს აფასებს: ვფიქრობ, ამან კიდევ უფრო დააზიანა ის შანსები, რაც ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებში
24-10-2018, 13:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან ინტერვიუს მმართველი გუნდის ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე აფასებს. ჭიჭინაძეს მიაჩნია, რომ თუ უნდოდა „ქართულ ოცნებას" აღნიშნული ინტერვიუს მეშვეობით გარდატეხა შეეტანა მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში, ივანიშვილს ინტერვიუსას არა „გამპრავებელის" პათოსი, არამედ „სხვა" პათოსი უნდა აერჩია.

 

 

დავით ჭიჭინაძე ვარაუდობს, რომ პარტიის თავმჯდომარის ამგვარმა ინტერვიუმ მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის შანსები არჩევნებში კიდევ უფრო დააზიანა.

 

 

„ძალიან უდროო ინტერვიუსავით გამოვიდა, მე პირდაპირ ვიტყოდი. ვინც ურჩია, რომ ამითი რაღაცას გარდატეხას შეიტანდნენ არჩევნებში, ალბათ, ცოტა სხვა პათოსი უნდა აერჩიათ და არა ის „გამპრავებელი" პათოსი, რომელსაც ჩვენ პირველი ორმოცი წუთის განმავლობაში ვისმენდით. შესაბამისად, მე ვფიქრობ, ამან კიდევ უფრო დააზიანა ის შანსები, რაც ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებში. მე ჩემს რაიონში შევეცდები, რომ აბსოლუტურად სხვა კანდიდატი იყოს გამარჯვებული, არც ერთი, არც მეორე და არც მესამე. ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც უნდა გააგრძელოს პოლიტიკური ცხოვრება, უნდა მოერიდოს ქალბატონი სალომეს მხარდაჭერას იმიტომ, რომ შემდეგ წლებში მათ ისე გაახსენებენ, როგორც დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ წარსულ 9 წელს ახსენებენ", აცხადებს  დავით ჭიჭინაძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი