დღეს, 24 ოქტომბერს, 22:00 საათზე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხის ეთერში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დებატები გაიმართება, რომელშიც სამი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას - კერძოდ, დამოუკიდებელი და მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი დავით ბაქრაძე და „ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა 10 პოლიტიკური პარტიის გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-ს კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.
ორი ოპოზიციონერი საპრეზიდენტო კანდიდატი დებატებში სალომე ზურაბიშვილმა გამოიწვია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.