გუშინ, 2018 წლის 23 ოქტომბერს, ბიძინა ივანიშვილის ტელეინტერვიუთი დაიწყო მისი ხელისუფლების დელეგიტიმაციის, რღვევის პროცესი და იმისათვის, რომ არსებული ქოცხელისუფლება ნაცხელისუფლებით არ „ჩანაცვლდეს“, ამიტომ საჭიროა, - არა ქოც-ნაცი პოლიტიკური ძალების ანტიქოცნაცური გაერთიანება, ქვეყნის და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ!
დიახ, საქართველოს ქოც-ნაცების მმართველობითი უღლისაგან საბოლოო და შეუქცევადი გათავისუფლება შესაძლებელია, მხოლოდ ღრმა პოლიტიკური კრიზისის პირობებში, ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების გზით, რასაც უცილობლად გამოიწვევს ქოცების კანდიდატის ზურაბიშვილის მარცხი საპრეზიდენტო არჩევნებში და რომელიმე ნაცის, - ვაშაძის ან ბაქრაძის გაპრეზიდენტება (სამწუხაროდ, რეალობა ისეთია, რომ დღეს, ქოც-ნაცების მიერ „ელექტორულად გადანაწილებული“ ქართველი ხალხი დაბნეულია და არ არის შეჯერებული ერთ რომელიმე, არა ქოც-ნაც საპრეზიდენტო კანდიდატზე)!
მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში, ქვეყანაში შეუძლებელი გახდება სახელმწიფო ინსტიტუტების სახელმწიფოებრივ რეჟიმში ფუნქციონირება, პოლიტიკური პროცესების ნორმალურ კალაპოტში მოქცევა და შექმნილი ვითარების გამო (ორხელისუფლებიანობა!), გაიზრდება პოლიტიკური დესტაბილიზაციის საფრთხე (მაგ. სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა და მისი „სავარაუდო დაბრუნება“)!
დიახაც, ამ სცენარით, ქართველ ხალხს მძიმე, მაგრამ მშვიდობიანი (ძალისმიერს, არაკანონიერს არც განვიხილავ, იგი დასჯადი და დამღუპველია!) პოლიტიკური გზის გავლა მოუწევს, რაც სხვაგვარად, როგორც ქოცისგან ისე ნაცისგან ქვეყნის ლეგიტიმური გათავისუფლება წარმოუდგენელია, რადგან ქოც-ნაცებს „მონაცვლეობის პრინციპით აქვთ მოწყობილი პოლიტიკური ცხოვრება“ („აშშ-ის საელჩოსთან შეთანხმებულია!“), რომ ქვეყნის ხელისუფლებიდან ქოცების წასვლის შემდეგ, ნაცები „კანონიერი არჩევნების (გაყალბებული!) გზით“ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში და პირიქით, შემდეგ ნაცებს ქოცები შეცვლიან, - ასე გაგრძელდება დაუსრულებლად!..
ამგვარად და ამავდროულად, ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო (ერთდროულად, 2019 წლის მარტი!) არჩევნებს წინ უნდა უძღოდეს ახალი საარჩევნო კანონის (კოდექსი) მიღება, თუ გვინდა რომ ქოც-ნაცური საარჩევნო გაყალბებისგან „დავიცვათ თავი“ და სამართლიანი არჩევნების შედეგად, საქართველოს და ქართველ ხალხს ჰყავდეს უმაღლესი ლეგიტიმაციის მქონე, არა ქოც-ნაცური პარლამენტი და პრეზიდენტი!!!..
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.