დავით ბაქრაძე: ივანიშვილის გუშინდელი განცხადებები გახლდათ საუკეთესო პასუხი, რატომ უნდა მივიდეთ არჩევნებზე და რატომ არ უნდა მივცეთ ხმა „ქართულ ოცნებას“
24-10-2018, 15:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმაურება.

 

 

როგორც საგანგებო ბრიფინგზე დავით ბაქრაძემ განაცხადა, გუშინდელმა ინტერვიუმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოსახლეობამ საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარი სალომე ზურაბიშვილს არ უნდა დაუჭიროს.

 

 

„ივანიშვილის გუშინდელი განცხადებები გახლდათ საუკეთესო პასუხი, რატომ უნდა მივიდეთ არჩევნებზე და რატომ არ უნდამივცეთ ხმა „ქართულ ოცნებას“ და „ქართული ოცნების“ კანდიდატის. გუშინ მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ და სახელმწიფო მმართველის ხედვა, რომ თურმე ქვეყანაში მიმდინარეობს აღმშენებლობის პროცესი და უბრალოდ ადამიანები ვერ ხვდებიან, იმიტომ, რომ ჟურნალისტები ეუბნებიან, რომ ყველაფერი არის ცუდად. თურმე, ერთი დღე ტელევიზორი რომ გამოვრთოთ და გარეთ გამოვიხედოთ, დოლარი 2 ლარზე ნაკლები გახდება, გავიგონებთ „ქართული ოცნების“ გახსნილ, აგუგუნებული ქარხნების ხმას. ეს ყველაფერი იქნებოდა სასაცილო, რომ არ იყოს ტრაგიკული, რადგან ასეულობით ათასი ოჯახის ბედს ეხება", განაცხადა დავით ბაქრაძემ საგანგებო ბრიფინგზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი