ბაჩუკი ქარდავა: ივანიშვილმა ნიღაბი ჩამოიხსნა და გაშიშვლებულია... მე ეჭვი მეპარება, რომ მას უკვე რაიმე მუქარის განხორციელების ძალა და რესურსი გააჩნია
24-10-2018, 15:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბიძინა ივანიშვილის ტელეინტერვიუს შეფასებისას „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარემ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის აქტიურმა მხარდამჭერმა, ბაჩუკი ქარდავამ „რუსთავი 2“-თან საუბრისას თქვა, რომ ივანიშვილის ინტერვიუ „მუქარის შემცველი“ იყო, თუმცა ქარდავას ეჭვი ეპარება, რომ „ბიძინა ივანიშვილს უკვე რაიმე მუქარის განხორციელების ძალა და რესურსი გააჩნია“.

 


„[ივანიშვილის ტელეინტერვიუ] იყო მუქარის შემცველი, მაგრამ მე ეჭვი მეპარება, რომ ბიძინა ივანიშვილს უკვე რაიმე მუქარის განხორციელების ძალა და რესურსი გააჩნია. ეს მას გუშინ სახეზე ეწერა. მან უბრალოდ ნიღაბი ჩამოიხსნა და გაშიშვლებულია. მან ქართველ ხალხს დაანახა თავისი რეალური სახე, რომ უნიათოსთან ერთად არის სახიფათოც ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. აღმოჩნდა, რომ სიღატაკე, ის რომ მარიხუანის რეალიზაცია უნდა დავიწყოთ, აი, ყველა უბედურება, რაც კი საქართველოში არის და ქართველი ხალხი ამაზე საუბრობს, ამის ინიციატორი ყოფილა თვითონ, მაგრამ ეს ყველაფერი თურმე ყოფილა „რუსთავი 2“-ის ბრალი. ეს უბრალოდ სასაცილოა. გამოვრთე ამ დილით რუსთავი 2, მაგრამ არაფერი არ შეცვლილა, ისევ უბედრურებაა საქართველოში“, განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი