რუსეთი მზად არის უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას წინააღმდეგ ძალა გამოიყენოს და თავისი ძალაუფლება მეზობელი ქვეყნების დასაშინებლად მიმართოს, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა. ინფორმაციას ამის შესახებ "დოიჩე ველე" ავრცელებს.
"ჩვენი პასუხი არის თავდაცვითი, რაც საერთაშორისო ხელშეკრულებებს შეესაბამება. ჩვენ გავზარდეთ სწრაფი რეაგირების ძალები. ალიანსის აღმოსავლეთ საზღვრებთან გავაძლიერეთ სამხედრო წარმომადგენლობა. რუსეთის ქმედებების საპასუხოდ გავაძლიერეთ საჰაერო პატრულირება და წარმომადგენლობა ალიანსის აღმოსავლეთით მოსაზღვრე ქვეყნებში", – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ყველაფერი, რასაც ალიანსი აკეთებს, არის თავდაცვის ნაწილი.
"ჩვენ ვიცავთ ჩვენს მოკავშირეებს. რუსეთის ქმედებები აგრესიულია. ყირიმის ანექსია არის აგრესიული ქმედება. რუსეთი აგრძელებს აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების თანამედროვე იარაღით, თავდაცვის საშუალებებით უზრუნველყოფას, და გზავნის იქ სამხედროებს, ესეც აგრესიაა. ჩვენ ვიცავთ ჩვენს მოკავშირეებს, რუსეთი კი იყენებს საკუთარ ძალაუფლებას საზღვრების შესაცვლელად და უკრაინაში დესტაბილიზაციის გამოწვევის მიზნით", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.