პაატა ბურჭულაძე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება: იმ დროს იძახდა 50 მილიონს, მერე რატომღაც დამაქვეითა ძალიან და 10 მილიონი, ახლა 2 მილიონზე ჩამოვიდა - ჩამოყალიბდეს
24-10-2018, 15:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მსოფლიო ბანი, ფონდ „იავნანას" დაფუძნებელი პაატა ბურჭულაძე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

 

 

ბურჭულაძე ამბობს, რომ ივანიშვილის ყველა განცხადება სიცრუეა. მსოფლიო ბანი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ნამდვილად შედგა, თუმცა, ეს არა პოლიტიკურ საკითხს, არამედ, პარიზში დაგეგმილ საქველმოქმედო კონცერტს შეეხებოდა. მისივე განმარტებით, პარტიის ამჟამინდელ თავმჯდომარეს თავად ჰქონდა შეთავაზება ბურჭულაძისადმი, რაც გულისხმობდა იმას, რომ მსოფლიო ბანი თავდაპირველად „ქართული ოცნების" მხარდამჭერი, მოგვიანებით კი, პრეზიდენტი გამხდარიყო. 

 

 

„ყველა სიტყვა თავიდან ბოლომდე იყო სიცრუე. რომ მე მივედი მასთან პოლიტიკურ საქმეზე სასაუბროდ, ეს იყო სიცრუე. რომ მერე მე და ჩემი მეუღლე მივედით ერთად, ეს იყო სიცრუე - ჩვენ მასთან, ერთად არ მივსულვართ არასდროს. მერე რომ ჩემი მეუღლე მივიდა და მოსთხოვა მას თურმე თანხა, ეს იყო სიცრუე. უნდა ჩამოყალიბდეს, იმ დროს იძახდა 50 მილიონს, მერე რატომღაც დამაქვეითა ძალიან და 10 მილიონი, ახლა 2 მილიონზე ჩამოვიდა. ფაქტი ერთია - მან აღიარა, რომ მე მისგან თანხა არ მიმიღია. ეს არის ყველაზე მთავარი. ამიტომაც, მე ვარ თავისუფალი. მე მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი არის დამღუპველი ჩვენი ქვეყნისთვის. ის სრუობს ახლა, მაგრამ მას შეუძლია ძალიან დიდი ტრავმა მოგვაყენოს მთელ ქვეყანას, თუ ღმერთმა არა ქნას, თუ სალომე ზურაბიშვილი გაყალბების გზით მაინც გაიყვანა. ეს იქნება ნამდვილად დაღუპული საქართველო. მისი მიზანია, რომ ყველა ადამიანი იყოს მასზე დამოკიდებული და ვინც არ არის, არის მისი მტერი.... მაგაზე იყო შემოთავაზება, რომ პრეზიდენტი გავმხდარიყავი მე, პრემიერ მინისტრი ყოფილიყო ეგ.... თანხაზე იყო საუბარი, ნუ მათქმევინებთ, თვითონ დაასახელა თანხა და მართლა ეგ თანხა იყო - 10 მილიონი, ვხუმრობდით.... ორჯერ შევხვდით და რასთან დაკავშირებით არ გაინტერესებთ? პარიზის კონცერტთან დაკავშირებით", უთხრა „რუსთავი 2"-ს პაატა ბურჭულაძე

 

 

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ბურჭულაძემ პოლიტიკაში შემოსვლის სანაცვლოდ 9 მილიონი დოლარი მოითხოვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი