მამუკა ბახტაძე ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, რუდოლფ მიხალკას შეხვდა
24-10-2018, 17:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, რუდოლფ მიხალკას შეხვდა.

 

 

მთავრობის მეთაურმა რუდოლფ მიხალკას, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე მიმდინარე წლის სექტემბერში დაინიშნა, მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და ხაზი გაუსვა ეუთო-ს უმნიშვნელოვანეს როლს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების ფორმატებში.

 

 

აღინიშნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში როგორც ადამიანის უფლებების, ისე ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით არსებული მძიმე ვითარება და დადებითად შეფასდა საქართველოს ურყევი ძალისხმევა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების მიმართულებით.

 

 

პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო სამშვიდობო ინიციატივას - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისებას, გაფართოებას და გამარტივებას, აგრეთვე, ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნასა და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისათვის სხვადასხვა სიკეთეებსა და სარგებელზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

 

 

ყურადღება დაეთმო ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს შეხვედრას, რომელიც მიმდინარე წლის დეკემბერში მილანში გაიმართება. ითქვა, რომ საქართველო დიდად აფასებს საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე და კონსოლიდირებულ მხარდაჭერას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი.

 

 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას იტალიის, როგორც ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი ესწრებოდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი