„ეს იყო პარტიის თავმჯდომარის გამოსვლა, სადაც საუბარი იყო იმ ვითარებაზე, რეალობაზე, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს ქვეყანაში”, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შესახებ საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ დისკუსიისას, ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები ირღვეოდა, რაც ძალიან სამწუხაროა.
„ძალიან ცუდია, რომ ამ ფორმით წარიმართა ეს დისკუსია, როგორითაც წარიმართა და ხედავდით თუ ვინ იყო ამ ყველაფრის ინიციატორი და რამდენად ირღვეოდა ეთიკის სტანდარტები, ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები, ამ დისკუსიის წარმართვის დროს, რაც არის ძალიან სამწუხარო. იყო საუბარი იმაზე, თუ სად არის სიყალბე და სად არის სიმართლე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემის აზრით, საზოგადოებამ ძალიან კარგად დაინახა ის, თუ რეალურად რა როგორ არის ამ ქვეყანაში”, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.