„შენების მოძრაობის“ ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ამომრჩეველთან შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადა, რომ როდესაც საქართველოს სჭირდებოდა, სალომე ზურაბიშვილი აქ არ იყო, როდესაც მას საქართველო დასჭირდა და მინისტრობა შესთავაზეს, მაშინ მიიღო მოქალაქეობა.
როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, 2003 წელს, როდესაც ქვეყანას უჭირდა, სალომე ზურაბიშვილი სხვა ქვეყნის ელჩი იყო სამშობლოში.
„სად იყო ნიკო ნიკოლაძის შვილთაშვილი 1990-2003 წლებში, როდესაც ეს ქვეყანა იშვა, ნიკო ნიკოლაძის საოცნებო დამოუკიდებელი საქართველო დაიბადა და ამ საქართველოს მშენებლობას სჭირდებოდა სწორედ სპეციალისტები, გამოცდილი ადამიანები, რადგან კომუნისტურ რეჟიმში აქ მცხოვრებ ადამიანებს ძალიან ნაკლები წარმოდგენა ჰქონდათ ბევრ თემაზე. სად იყო 1990-დან 2003 წლამდე, როდესაც ეს ქვეყანა რამდენჯერ დაეცა ძირს, სამოქალაქო ომი, გაჭირვება, შიმშილი, უშუქობა და ინფლაცია იყო. 2003 წელს სხვა ქვეყნის ელჩად გამოგვეცხადა სალომე ზურაბიშვილი საკუთარ სამშობლოში. როდესაც საქართველოს სჭირდებოდა, ის საქართველოში არ იყო, როდესაც მას საქართველო დასჭირდა და მინისტრობა შესთავაზეს, მაშინ გახდა საქართველოს მოქალაქე. ამაზე მე არ მილაპარაკია კამპანიის განმავლობაში, მაგრამ ეს უნდა ითქვას. მით უმეტეს, როდესაც დებატებს გაურბიან“, განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.