რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუში მნიშვნელოვანი აქცენტები დაისვა, მათ შორის სამომავლო გეგმებსა და პოლიტიკაში მის გააქტიურებასთან დაკავშირებით.
ამასთან, მაია ცქიტიშვილის თქმით, ის ელოდა, რომ ჟურნალისტები ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების საკითხით და გეგმებით დაინტერესდებოდნენ, თუმცა, ინტერვიუს დროს პოლემიკამ დიდი დრო წაიღო.მისი შეფასებით, ინტერვიუში ყველა კითხვას გაეცა პასუხი და საზოგადოებამ თვალნათლივ დაინახა რეალური სურათი ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო პერიოდში ისმის.
„სამწუხაროდ, ეკა კვესიტაძესთან იყო პოლემიკა, რაც პირადად ჩემთვის ძალიან შემაწუხებელი იყო და არ მაძლევდა საშუალებას, მომესმინა ინტერვიუსთვის. იმედი მქონდა, რომ ჟურნალისტებს ექნებოდათ საფუძვლიანი ინტერესი ბევრ საკითხზე, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა, კერძოდ, პოლიტიკაში მის დაბრუნებასთან დაკავშირებით, ასევე გეგმებზე, რომელზეც მან განაცხადა. ინტერვიუ მნიშვნელოვანი იყო, მათ შორის ის გეგმები და ბიძინა ივანიშვილის განაცხადი, რომ უახლოეს მომავალში აქტიურად აპირებს დაუბრუნდეს პოლიტიკურ აქტივობას. ეს კითხვები უნდა ყოფილიყო ჟურნალისტებისთვის საინტერესო, მაგრამ სამწუხაროდ, პოლემიკამ წაიღო დრო.
ინტერვიუში ძალიან ნიშანდობლივი იყო ის აქცენტები, რომელიც მან გააკეთა. ადამიანებისთვის, ვისაც სურვილი ჰქონდა ამ ინტერვიუდან პასუხები გაეგო და არამხოლოდ კითხვები დაესვა და არ ეცდიარესპონდენტისთვის პასუხი, ვფიქრობ, თვალნათლივ იქნა დანახული რეალური სურათი ყველა ბრალდებასთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო პერიოდში გვესმის. იყო ძალიან არგუმენტირებული, ძალიან დამაჯერებელი და გულწრფელი, როგორც ყოველთვის“, განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.