„ქართული ოცნებისგან“ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „დებატები 2018“ განაცხადა, რომ მე პატივს ვცემ ჩემს ამომრჩეველს და იმ საარჩევნო კამპანიის მიუხედავად, რომელიც ჩატარდა, გადავწყვიტე, მოვსულიყავი.
„მე პრინციპში დღეს აქ არ უნდა ვყოფილიყავი იქიდან გამომდინარე, რა ტიპის კამპანიაც ჩატარდა, მაგრამ რადგანაც მე პატივს ვცემ ჩემს ამომრჩეველს, გადავწყვიტე, რომ ამის მიუხედავად აქ ვყოფილიყავი.
დღეს ტარდება პრეზიდენტის და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის არჩევნები, ამიტომ ამომრჩევლის წინაშე წარდგენილი ვარ როგორც იმ ემიგრაციის შვილი, რომელმაც ერთი საუკუნის წინ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და ამ დამოუკიდებლობის გაგრძელება არის საბჭოთა პერიოდის დასრულება. მე ვარ ამავე დროს ევროპელი და მოვდივარ იმისთვის რომ იყოს ახალი და დამშვიდებული საქართველო“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პრეზიდენტობის კანდიდატების, სალომე ზურაბიშვილის, გრიგოლ ვაშაძისა და დავით ბაქრაძის დებატები მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.