„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა და გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „დებატები 2018“-ში წამყვანის კითხვას, რა არის ის ყველაზე მთავარი იდეა, რომლის აღსრულებისთვის საკუთარ თავს სთავაზობთ ამომრჩევლებს როგორც პრეზიდენტი უპასუხა, რომ ჩემი ყველაზე მთავარი ჩვენი მიზანი არის საპრეზიდენტო არჩევნების მოგება, რათა ქვეყანაში დაიწყოს ხელისუფლების ცვლილება და ჩვენ მივიდეთ იმ წერტილამდე, როდესაც ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგება ეროვნული, კოალიციური, პროდასავლური ხელისუფლება დაკომპლექტებული პროფესიონალებით.
როგორც გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, მთავარი მიზანი არის, რომ საქართველოში აღარ იყოს ოლიგარქიული მმართველობა და პოლიტიკური პოლიცია.მისივე თქმით, ქვეყანაში არის უკიდურესად მძაფრი ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური კრიზისი და ქართველს ემუქრება ფიზიკური გაქრობა.
„ყველაზე მთავარი ჩვენი მიზანი არის საპრეზიდენტო არჩევნების მოგება, რათა ქვეყანაში დაიწყოს ხელისუფლების ცვლილება და ჩვენ მივიდეთ იმ წერტილამდე, როდესაც ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგება ეროვნული, კოალიციური, პროდასავლური ხელისუფლება დაკომპლექტებული პროფესიონალებით. პროფესიონალები, რომელთაც ზუსტად შეუძლიათ ჩამოთვალონ არა ის, რა თანამდებობიდან რა თანამდებობაზე გადადიოდნენ, არამედ ის, კონკრეტულად რა აქვთ ამ ქვეყნისთვის გაკეთებული. ჩვენი მთავარი იდეაა, რომ მივაღწიოთ იმ წერტილს, როდესაც საქართველოში არ იქნება ოლიგარქიული მმართველობა, როდესაც საქართველოში არ იქნება პოლიტიკური პოლიცია, როდესაც პოლიტიკურ ოპონენტებს არ დაემუქრებიან თავში ჩარტყმით, ხოლო სამოქალაქო საზოგადოება არ უწოდებენ ფაშისტებს, როდესაც ქვეყანაში არ იქნება 150 ათასი მშიერი ბავშვი, არ იქნება ყოველი მესამე უმუშევარი, არ იქნება მილიონზე მეტი ემიგრანტი, რომელიც 2012 წლის შემდეგ წავიდა სახელმწიფოდან, რათა რამენაირად შეინახოს ოჯახი. ჩვენ მართლა დავამთავრებთ იმას, რაც ამ ექვსი წლის განმავლობაში ხდებოდა, ეს არის დემოკრატიული პარტიების გაერთიანება, რომელსაც არც არეულობა, არც რევანში სჭირდება, რადგან უბრალოდ არ გვაქვს არც რევანშის, არც შურისძიების, არც კავკასიური ვენდეტის დრო.
გურია და სამეგრელო, რომელიც ჩვენ ფაქტობრივად ფეხით შემოვიარეთ სხვა რეგიონებთან ერთად ადამიანები პირდაპირ გეუბნებიან, რომ ჩვენ არ ვიცით ამ ზამთარს როგორ გავატარებთ, ჩვენ ვართ შიმშილის ზღვარზე, ეს არის „ქართული ოცნების“ ექვსი წლის შედეგი“, განაცხადა ვაშაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.